• რეკლამა
  • კონტაქტი
05:05, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამდენი წლები რატომ მიმატოვე?” – გავშრი შვილის კითხვაზე, თვალებში რაღაც თეთრი გადამებლანდა, თავბრუ დამეხვა – ემიგრანტის წერილი

ალია ავტორი - ალია
21:08 01-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

ქართველი ემიგრანტი, ც. ს., სოციალურ ქსელში, წერს:

“პირველი სერიოზული საუბარი ჩემსა და ჩემს შვილს შორის. “ამდენი წლები რატომ მიმატოვე?”
ვაუ, გავშრი ამ კითხავზე, თვალებში რაღაც თეთრი გადამებლანდა, თავბრუ დამეხვა, ძლივს ამოვისუნთქე.
დავიწყებ იქიდან რომ არასდროს არ მიმიტივებიხარ, ცხოვრებამ მოიტანა რომ მე ცხრა მთას იქით გადმომაგდო და შენ საქართველოში იყავი. მე რომ საზღვარგარეთ არ წამოსულიყავი ან შიმშილით დავიხოცებოდით ან ყინვა გაგვყინავდა. სამწუხაროდ მთელი ცხოვრება პატრიარქი ვერ შეგვინახავდა და ისეთი იღბლიანი არ ავღმოვჩნდი, როგორც მამაშენის მეორე ცოლი, რომელსაც ბინა დაუტოვა. მე მამაშენმა არც ბინა მომცა და არც არაფერი. 20 წლის დაბნეულმა და შეშინებულმა ბავშვმა ჩემით რაც მოვახერხე იმაზეც მადლობა უფალს. გადავარჩინე ოჯახი და რომ არა ჩემი მუხლჩაუხრელი შრომა არაფერი არ გვექნებოდა.

ახლა ვფიქრობ, რომ არ წამოვსულიყავი საქართველოში რა იქნებოდა?! გაიზრდებოდა სოფელ ვაჩნაძიანში უბედურად. მე სად ვიმუშავებდი? განა რამდენს ვიშოვიდი რომ მისთვის კარგი განათლება მიმეცა? სახლი არ გვექნებოდა და კარი?! მოაკითხავდა კი მამამისი, როცა ჩემთან ერთად მარტო იცხოვრებდა? როგორ შევინახავდი ოჯახს?
ეს როგორი დამაბნეველი კითხვა დამისვა. პასუხს ვერ ვპოულობ, არ ვიცი რა ვთქვა. როგორ და რანაირად ავუხსნა. თან მინდა ისე ვთქვა ყველაფერი რომ რაიმე ცუდი არ წამომცდეს მამაზე, რომელიც ასე ძალიან უყვარს?!

დამეხმარეთ, მირჩიეთ როგორ მოვიქცე. როგორ გავცე ამ კითხვას პასუხი? ვაითუ ვერ გამიგოს?!
ასეთი შეგრძნება მაქვს თითქოს რაღაცნაირი ზღვარი ჩნდებს ჩვენს შორის.

ემიგრანტო დედებო თქვენც ხომ იგივე პრობლემები გაქვთ, გქონდათ, როგორ გაართვით თავი? რა უთხარით თქვენს შვილებს? რატომ დატოვეთ ისინი? რატომ წამოხვედით საშოვარზე? რატომ?
ნუთუ ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დავუშვით როცა დავტოვეთ? ჩვენი შვილები ჩვენზე გაბრაზებულები არიან. ალბათ არასდროს გაუვლით ეს სიბრაზე სანამ თავადაც მშობლები არ გახდებიან და გაიგებენ რას ნიშნავს მშობლობა. როცა საკუთარი შვილის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი ხარ. როცა მისი კეთილდღეობისთვის ერთი წლის ბავშვს ძუძუდან მოიგლეჯ და მიდიხარ. სად და ვისთან მიდიხარ თავადაც არ იცი. მიდიხარ ქვეყანაში სადაც ენაც არ იცი, მუშაობ 24 საათი, კარ ჩაკეტილი, სხვის მოსამსახურედ ისე რომ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვაც კი გენატრება. თავს იკლავ, ბოლო კაპიკს აგროვებ რომ შვილებს მომავალი შეუქმნა.

და ბოლოს როცა ყველაფერი ლამაზად უნდა დაგვირგვინდეს, გესმის კითხვა, რატომ მიმატოვე?
მე რატომ მიმატოვეს მე? რატომ მიმატოვა დედამ, რომელსაც გაჩენის დღიდან ვძულვარ? მამამ რომელსაც ჩემი ნახვა არ უნდა?! ქმარმა რომელზედაც ვგიჟდებოდი და მზე და მთვარე ამომდიოდა?
მე ხომ შვილი არ მიმიტოვებია? ცოტა ხნით დავტოვე სანამ უკეთესს მომავალს შევუქმნიდი. ახლა ხომ ისევ ერთად ვართ. ახლა ხომ ყველაფერი რიგზეა?
მირჩიეთ რა ვუთხრა? როგორ დავაძლევინო ეს წყენა?

ემიგრანტი დედობო,
გამოდით, დაწერეთ თქვენი გამოცდილება, თქვენი პირველი საუბარი შვილებთან. იქნებ რაიმე ჯგუფი შევქმნათ და ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ?
როგორ დავძლიოთ ეს ყველაფერი ისე რომ არც ჩვენ დავზარალდეთ და არც ჩვენი შვილები?
გთხოვთ დამეხმარეთ.
მადლობა წინასწარ.
პატივისცემით,
ცისნამი”

თეგები: ემიგრანტები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”
ახალი ამბები

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”

20:53 11-06-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved