• რეკლამა
  • კონტაქტი
10:29, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამდენი ხნის ნაწვალები რუსეთიდან მოვარდნილ ქარს და წყალს მიაქვს… ერთმა პოლიტიკურმა გუნდმა მძევლად აიყვანა ქვეყანა” – გოჩა ჯავახიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:48 05-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19,921

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი, რომელმაც თანამდებობა 2024 წლის მაისში, “ოცნების” ხელისუფლების ანტიევროპული ნაბიჯების გამო დატოვა, წერს:

“აფსუს, ჩემო ამაყო და მუდამ თავისუფლებისთვის შემართულო საქართველოვ, როგორ მოვახერხეთ და მსოფლიო გადავიკიდეთ. როგორ მოვახერხეთ და დუგინის, მედვედევისა და ზახაროვას გამორჩეულად საქებარ ქვეყნად ვიქეცით. აი, ასეთი დღევანდელობა დაგვიდგა.

რა უნდა მიხაროდეს, ამდენი ხნის ნაწვალები, ჩემი ცოტა და სხვათა ბევრი ღვაწლი რუსეთიდან მოვარდნილ ქარს და წყალს მიაქვს. სამწუხაროა, რომ ერთმა პოლიტიკურმა გუნდმა მძევლად აიყვანა ქვეყანა და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, მზადაა ისე იმოქმედოს თუნდაც მათ შემდეგ ქვა ქვაზე აღარ დარჩეს. ხალხს დააჯერეს, თითქოს სამშობლოს ბედზე გულდამწვარი, ერთადერთი პატრიოტები თავად არიან და სხვა ტიპის პატრიოტიზმს არათუ არ უშვებენ, ღალატად და უსამშობლოობად ნათლავენ, რათა განსხვავებულად მოაზროვნეთა დემონიზაციით რადიკალურად გახლიჩონ საზოგადოება. ისტორიულადაც ხომ, ვითომდა ქვეყნის ინტერესების გამო ხდებოდა დასმენები და რეპრესიები.

მოკლედ, საშინელი წლების აჩრდილი დაძრწის და ექო ღრიალებს ირგვლივ. ქართველებმა თითქოს ერთმანეთის მიმართ სიყვარულის, თანაგრძნობისა და თანადგომის უნარი დავკარგეთ.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved