• რეკლამა
  • კონტაქტი
09:04, ოთხშაბათი, 21 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამდენი ხანი ქართულ პოლიტიკაშია და გინდ ყოფილა, გინდ არა – ჯონჯოლივით იყო“

ალია ავტორი - ალია
18:57 04-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

ძალზე ვაფასებ ასოციაციურ მსჯელობას, ალეგორიას, ანეკდოტებს. ამ ჭრილში, ჩემი დღევანდელი გმირი დავით ბაქრაძეა. ამდენი ხანი ქართულ პოლიტიკაშია და გინდ ყოფილა, გინდ არა. ჯონჯოლივით იყო. არის სუფრაზე – არის. არ არის და, არც არავინ ამჩნევს ამას, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი დავით ბაქრაძის მიერ „ევროპული საქართველოს“ დატოვებას.

„ოპოზიციის ბანაკში მე ასეთი ორი გამოკვეთილი ტიპაჟი მეგულება – გიგი წერეთელი და დავით ბაქრაძე. ყოველთვის, დიდი რისკის, ზედმეტი ოფლიანობის გარეშე, ფრთხილად, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვის რეჟიმში, თითქმის ოცი წელია, დიდ პოლიტიკაში და ტოპ-თანამდებობაზე იყვნენ, ზოგი საქართველოში, ზოგი – ევროპაში. ან რა გაუკეთეს ქვეყანას, ან რითი დაგვამახსოვრეს თავი – ვინმემ თუ გაიხსენეთ, მომწერეთ. მიუხედავად ამისა, დავით ბაქრაძე NDI-ების, IRI-ებისა და სხვა მამაძაღლობების გამოკითხვების საგინესო წიგნის მუდმივი რეკორდსმენი იყო. ამჯერად ვაპაუზებ ჩემს შემდგომ წარმატებულ წინსვლას ქართულ პოლიტიკაშიო. მეო, თქვენგან დავისვენებო, თქვენც, უჩემოდ, ცოტას გაუძელითო. ვინ იცის, ეგ როდის დაგვიბრუნდება, ამიტომ შესაძლო ხანგრძლივი დამშვიდობების შემთხვევაში, მინდა, პატარა საჩუქარი გავუკეთო და ვაღიარო – დიახ, არჩევნები გაყალბდა. არ მინდოდა ამ თემის წამოწევა და აღიარება, მაგრამ – კაცი მიდის და ღირსია, იცოდეს. არჩევნები გაყალბდა. ოღონდ არა 2020-ის, არამედ 2013-ის. გამორიცხულია მსოფლიოში ესოდენ ცნობილ დავით ბაქრაძისთვის ვინმე მარგველაშვილს მოეგო, რომელმაც მაშინ დათოს პრეზიდენტობა უბრალოდ აახია. ვიცოდი, ამის გაგება, წასვლის წინ, გაეხარდებოდა. P.S. ისე, ჯონჯოლი როგორაა რუსულად, იცოდით? რა პირდაპირ კავშირშია დავით ბაქრაძესთან, თავს ვერ დავდებ, მაგრამ რაც არის ეგაა – Клекачка. არ გეყოთ? აჭარაში რას ეძახიან ჯონჯოლს? კი ბატონო, მოემზადეთ – ბოტიყვერა“, – წერს დავით ქართველიშვილი.

„ევროპულ საქართველოს“ ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. პარტიის ყრილობაზე თავმჯდომარედ გიგა ბოკერია, გენერალურ მდივნად კი აკაკი ბობოხიძე აირჩიეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარტია ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ, გოკა გაბაშვილმა და გივი თარგამაძემ დატოვეს. რამდენიმე თვის წინ „ევროპული საქართველო“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დატოვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

Megalab Drive – ლაბორატორიული მომსახურება მანქანიდან გადაუსვლელად
ახალი ამბები

Megalab Drive – ლაბორატორიული მომსახურება მანქანიდან გადაუსვლელად

20:03 01-20-2026
რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბაზრის კვლევა
ახალი ამბები

რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბაზრის კვლევა

18:47 01-20-2026
ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი
ახალი ამბები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი

15:25 01-20-2026
ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved