• რეკლამა
  • კონტაქტი
15:39, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამბროლაურში 13,300 ლარად ნაყიდი 600 ხიდან 500 გახმა – ფლანგვის დეტექტორი

ალია ავტორი - ალია
12:11 02-13-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

ამბროლაურში 13,300 ლარად ნაყიდი 600 ხიდან 500 გახმა – ამის შესახებ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ  სამუშოების დასრულებიდან 5 თვის თავზე 600-დან 492 ნერგი გახმა. 2019 წლის აპრილში მიმწოდებელმა გამხმარი ხეები ჩაანაცვლა, თუმცა აუდიტის სამსახურის ცნობით დარგული ხეების უმრავლესობა კვლავ გამხმარია.

„2017 წლის მაისში ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა ქ. ამბროლაურში ვაჟა-ფშაველას ქუჩის გამწვანების სამუშაოების შესყიდვაზე, შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 25,149 ლარი იყო, საბოლოოდ ხელშეკრულება დადიო შპს „ელიტ ბილდერ გრუპთან“ და საბოლოო ღირებულებად განისაზღვრა 13,299 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულებით მიმწოდებელს უნდა დაერგო 600 ძირი კვიპაროსის ნერგი.

თავდაპირველად კომპანიას კვიპაროსის ნერგები 2017 წლის ივნისისთვის უნდა დაერგო, თუმცა მან ვალდებულება ჯეროვნად ვერ შეასრულა და მუნიციპალიტეტმა სამუშაოები 6 თვის დაგვიანებით, 2018 წლის 8 იანვარს ჩაიბარა.

საბოლოოდ, სამუშოების დასრულებიდან 5 თვის თავზე 600-დან 492 ნერგი გახმა. 2019 წლის აპრილში მიმწოდებელმა გამხმარი ხეები ჩაანაცვლა, თუმცა აუდიტის სამსახურის ცნობით დარგული ხეების უმრავლესობა კვლავ გამხმარია.

2018 წლის მონაცემებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 11,000 ადამიანი ცხოვრობს, მათგან თითქმის ყოველი მეორე ადამიანი სოციალურად დაუცველია. 2018 წელს 4,019 ადამიანი საარსებო შემწეობას იღებდა, მათგან 1,868 ოჯახია. ამ პირობებში ამბროლაურის მერიამ 10,905 ლარი გამხმარ ნერგებში გადაიხადა.

ცნობისთვის, იმავე წელს შშმ 0 დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი ფინანსური დახმარებისა და შშმ პირთა ზრუნვის ხელშეწყობის პროგრამისთვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა 12,000 ლარი დახარჯა, დაახლოებით იმდენი, რამდენიც გამხმარ ნერგებში.

თანხა, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მხოლოდ გამხმარ კვიპაროსებზე დახარჯა, საკმარისი იქნებოდა ერთი წლის მანძილზე 15 ბავშვისათვის სოციალური დახმარების უზრუნველსაყოფად“ – წერია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved