• რეკლამა
  • კონტაქტი
10:51, შაბათი, 1 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამბობენ, თუ ხელისუფლება დილარ ხაბულიანს ნინო ბურჯანაძის ოჯახის დაჩაგვრის უფლებას მისცემს, მაშინ პარლამენტის ექს-თავმჯდომარე არ გაჩუმდებაო…“

ალია ავტორი - ალია
23:18 05-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26,851

ანი დვალიშვილი

დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტის სიტყვამ ერთ-ერთი მთავარი სკანდალი გადაფარა. უმრავლესობას კენჭისყრაზე ხუთი ოპოზიციონერი რომ მიემხრო და ისინი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან საზეიმოდ გარიცხეს, კი გემახსოვრებათ. მათ შორის, ნატო ჩხეიძე, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი. ჩხეიძის ამბავი გასაგებია, მას მოსამართლეთა და შესაბამისად, უმრავლესობის კეთილგანწყობა სჭირდება, რადგან ქმართან სასამართლო დავა აქვს და საუბარი მილიონობით ლარის გაყოფაზეა. ხაბულიანზე კი ითქვა, რომ მის შვილს მიწის ნაკვეთი დაუბრუნეს და ამიტომ მოლბა, თუმცა, რეალურად, საქმე მის ძმას ეხება. დეპუტატის ძმა ორიოდე კვირის წინ, თავდასხმის შედეგად სიკვდილს სასწაულით რომ გადაურჩა, კარგად გემახსოვრებათ. როგორც გვეუბნებიან, მის ძმას ბიზნესპარტნიორები ურჩევენ საქმეს და ამ საქმეში მაინცდამაინც ის სუფთა არ არის. შედეგად, ძალოვნებს აქვთ შესაძლებლობა, ხაბულიანსი ძმა დააკავონ, დააკავონ ოფიციალური და დამაჯერებელი ბრალდებით, მაგრამ მის დაკავებას ფინანსურ მაქინაციებზე, პარლამენტში კიდევ ერთი ხმის შემატებამ აჯობა. იმასაც გვეუბნებიან, ხაბულიანისა და მისი ძმის ბიზნეს-ინტერესები კვეთაში ნინო ბურჯანაძის ოჯახთან მოდის და ჯერჯერობით, ხმამაღლა ამაზე არავინ საუბრობს, მაგრამ თუ ხელისუფლება ხაბულიანს ბურჯანაძის ოჯახის დაჩაგვრის უფლებას მისცემს, მაშინ პარლამენტის ექს-თავმჯდომარე არ გაჩუმდებაო. უფრო რომ დავკონკრეტდეთ, საუბარი ელიავას ბაზრობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზეა, ადგილზე, რომელზეც თბილისის მერიაც ფიქრობს, რომ დედაქალაქისთვის ზედმეტია და ეს ბაზრობა ქალაქგარეთ უნდა გადავიდეს, მის ადგილზე კი… სკვერი გაშენდეს, თუმცა, გვინახავს სკვერის გაშენების ინიციატივით წართმეული მიწები და შემდეგ იქ წამოჭიმული მრავალსართულიანი კორპუსები.

ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ 2024 წელს, პარლამენტში რაც შეიძლება ნაკლები ნაციონალი ჰყავდეს, სხვა პარტიების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა და მოლაპარაკება რომ შეიძლება, არაერთხელ გამოჩნდა. აგერ, „მოქალაქეების“ წევრი სახალხო დამცველი გახდა, დანარჩენი ოპოზიციიდან  5 ადამიანი მარტივად გადაიბირეს ხმის მისაცემად, „გირჩი“ უფრო ნაციონალებს ებრძვის, ვიდრე საპარლამენტო უმრავლესობას და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ შეიძლება კონსენსუსის მიღწევა.

უმრავლესობას ზაფხულის არდადეგების იმედი აქვს, სიტუაცია ისეა დაძაბული, რომ ახლა ერთი დიდი შესვენება ნამდვილი ხსნა არის, თანაც ამ შესვენების დროს, პოლიტიკისთვის ყველას ნაკლებად სცხელა, მერე კი შემოდგომა მოდის და მოდის დეკემბერი, როცა სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყდეს. ჩვენი ინფორმაციით, „ოცნებას“ წინასწარ ეცოდინება, გვაძლევენ თუ არა სტატუსს და ფონსაც შეამზადებს, მაგრამ გათვლა იმისა, რომ უარის შემთხვევაში, ვინ და რამდენი გამოვა გარეთ გასაპროტესტებლად, ძალიან ძნელია. ხომ ფაქტია, რომ მმართველი გუნდი „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონზე ასეთ პროტესტს არ ელოდა და თამამად იმიტომ დააყენა კენჭისყრაზე, შემდეგ კი უკან დაიხია. აი, დეკემბერში დასახევიც არ იქნება, არ არის სტატუსი და რა?! არც არაფერი – „ოცნება“ იმისთვის ემზადება, რომ სტატუსის არმიღება როგორმე მსუბუქ ფერებში წარმოადგინოს და ამ შემთხვევაში დასავლეთის პოზიციასაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება. თუ დასავლელი პარტნიორები დარწმუნდებიან, რომ აქციებს შედეგის მოტანა შეეძლებათ, ბოლომდე დააჭერენ წიხლს, თუ არა და შეშფოთება-აღშფოთებით შემოიფარგლებიან. ჰოდა, „ოცნებასაც“ ყველაზე მეტად დეკემბერი აფიქრებს, კობახიძეს – სექტემბერი, რადგან სწორედ სექტემბერში უნდა იდოს ივანიშვილის მაგიდაზე ის სია, რომელიც ფილტრაციას მთელი წლის განმავლობაში გაივლის.

თეგები: დილარ ხახულიანინინო ბურჯანაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved