• რეკლამა
  • კონტაქტი
04:09, ორშაბათი, 14 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამბობდნენ, ომში კარავში ღამეს ერთად ათევდნენო…” – კოლინ პაუელისა და ქართველი გენერლის დიდი მეგობრობის ამბავი

ალია ავტორი - ალია
11:16 10-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
ORG XMIT: NYJS101 FILE - In this Aug. 11, 1993 file photo, Army Gen. John Shalikashvili speaks in the Rose Garden of the White House in Washington accompanied by President Bill Clinton and Joint Chiefs Chairman Gen. Colin Powell. On Saturday, July 23, 2011, the White House said Retired Gen. Shalikashvili, former chairman of the Joint Chiefs of Staff, has died. (AP Photo/Doug Mills, File)

ORG XMIT: NYJS101 FILE - In this Aug. 11, 1993 file photo, Army Gen. John Shalikashvili speaks in the Rose Garden of the White House in Washington accompanied by President Bill Clinton and Joint Chiefs Chairman Gen. Colin Powell. On Saturday, July 23, 2011, the White House said Retired Gen. Shalikashvili, former chairman of the Joint Chiefs of Staff, has died. (AP Photo/Doug Mills, File)

Facebook-ზე გაზიარება
87

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი, 84 წლის კო­ლინ პა­უ­ე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. კო­ლინ პა­უ­ელს და ჯორჯ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვილს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდი მე­გობ­რო­ბა და კო­ლე­გი­ა­ლო­ბა აკავ­ში­რებ­დათ, ამის შე­სა­ხე­ბაც სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­კო­სი შოთა უტი­აშ­ვი­ლი ambebi.ge-სთან საუბრობს:

„კო­ლინ პა­უ­ელს და ჯონ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვილს კო­ლე­გი­ა­ლო­ბაც აკავ­ში­რებ­დათ და მე­გობ­რო­ბაც. მათი ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან ჰგავს, თით­ქმის თა­ნა­ტო­ლე­ბი გა­მო­დი­ან. ორი­ვე ამე­რი­კის სამ­ხედ­რო მოღ­ვა­წე იყო, ორი­ვე ოთხვარ­სკვლა­ვი­ა­ნი გე­ნე­რა­ლი. კო­ლინ პა­უ­ე­ლი იყო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შტა­ბე­ბის მე­თა­ურ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­ჯდო­მა­რე, რო­მე­ლიც შემ­დეგ 1993 წელს ჯონ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვილ­მა შეც­ვა­ლა.

მათ ერ­თად მო­უხ­დათ ვი­ეტ­ნა­მის ომში ბრძო­ლა, სა­დაც სამ­ხედ­რო მრჩევ­ლე­ბის სტა­ტუ­სით მოქ­მე­დებ­დნენ. შემ­დეგ კო­ლინ პა­უ­ე­ლი რე­ი­გა­ნის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს პენ­ტა­გონ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. ვა­შინგტო­ნის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, ვა­შინგტონ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და მუ­შა­ო­ბა სტა­ჟი­ო­რად თეთრ სახ­ლში და­ი­წყო, რო­გორც ახალ­გაზ­რდა მა­გის­ტრა­მა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თერ­თო­ბა­თა სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში იყო მა­გის­ტრი, შემ­დეგ ას­პი­რან­ტუ­რაც და­ამ­თავ­რა… ისევ კო­ლინ პა­უ­ე­ლის და ჯონ- მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლის მე­გობ­რო­ბას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად, ვი­ეტ­ნამ­ში ყოფ­ნამ და­ახ­ლო­ვა. კო­ლინ პა­უ­ელ­მა შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ა­ში სპარ­სე­თის ყუ­რე­ში, სა­დაც ოპე­რა­ცი­ას ჯონ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

იქ მარ­თა­ლია მთა­ვარ­სარ­და­ლი სხვა იყო, მაგ­რამ ომს ხომ და­გეგ­მვა, ათა­სი რამ ჭირ­დე­ბო­და და ერ­თად მოქ­მე­დებ­დნენ… სა­უ­ბა­რია ომზე, რო­დე­საც 1991 წელს სა­დამ ჰუ­სე­ი­ნი, ერა­ყი ქუ­ვე­ითს თავს და­ეს­ხა. მსოფ­ლი­ო­ში ერ­თერ­თი უდი­დე­სი სა­დე­სან­ტო და საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცია იყო. “ქა­რიშ­ხა­ლი უდაბ­ნო­ში” – ასე ერ­ქვა ამ ოპე­რა­ცი­ას.

კო­ლინ პა­უ­ე­ლი რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მე მას პი­რა­დად არ შევ­ხვედ­რი­ვარ, მაგ­რამ ვიც­ნობ­დი ოფიც­რებს, რომ­ლე­ბიც კო­ლინ პა­უ­ელ­თან შტაბ­ში მსა­ხუ­რობ­დნენ… მათ­გან ვიცი კო­ლინ პა­უ­ე­ლის და ჯონ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლის მე­გობ­რო­ბის შე­სა­ხებ. იყო ერთი ამე­რი­კე­ლი გე­ნე­რა­ლი, რო­მე­ლიც ათი წლის წინ გურ­ჯა­ან­ში, ჯორჯ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის მუ­ზე­უმ­ში იყო ჩა­მო­სუ­ლი. მან გა­ი­გო შა­ლი­კაშ­ვი­ლი ქარ­თვე­ლი რომ იყო, აქ მისი წი­ნაპ­რე­ბი რომ ცხოვ­რობ­დნენ, და­ინ­ტე­რეს­და და ჩა­მო­ვი­და. სუფ­რა­ზე ყოფ­ნი­სას ამ გე­ნე­რალ­მა მო­მიყ­ვა – მე, კო­ლინ პა­უ­ე­ლი და ჯონ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლი ერ­თად ვიბ­რძო­დით სა­მოც­და­ა­თი­ან წლებ­ში, კა­რავ­შიც ერ­თად ვცხოვ­რობ­დი­თო.

არ ვიცი კარ­ვის თემა რამ­დე­ნად მარ­თა­ლია, მაგ­რამ ომის დროს არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი და ან ტყუ­ი­ლის მო­გო­ნე­ბა რა­ტომ უნდა და­ჭირ­ვე­ბო­და?! იმ­დე­ნად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო, ყვე­ლა ფო­ტოს­თან მი­დი­ო­და და ფო­ტო­ებს უღებ­და, სა­გულ­და­გუ­ლოდ ის­მენ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას შა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ და მათ­ზე ძა­ლი­ან თბი­ლად სა­უბ­რობ­და… როცა იხ­სე­ნებ­და რამ­დენ­გან იყ­ვნენ ერ­თად ის, ჯონ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლი და კო­ლინ პა­უ­ე­ლი, ხუმ­რო­ბით ვუ­თხა­რი, კო­ლინ პა­უ­ელს ჩვენს მუ­ზე­უმ­ში ვე­პა­ტი­ჟე­ბით მთე­ლი სუ­ლით და გუ­ლით-მეთ­ქი… მი­თხრა აუ­ცი­ლებ­ლად გა­დავ­ცე­მო, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ მერე ჩვენ ერ­თმა­ნეთ­თან კავ­ში­რი აღარ გვქო­ნია. თა­ნა­ტო­ლე­ბი იყ­ვნენ, ორი­ვე ვი­ეტ­ნამ­ში იბ­რძო­და, პენ­ტა­გონ­ში ერ­თად მოღ­ვა­წე­ობ­დნენ…რო­დე­საც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბე­ბის უფ­რო­სი თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს, რა თქმა უნდა მას ეკი­თხე­ბი­ან, შემ­ცვლე­ლის შე­სა­ხებ და ჯორჯ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლის ისეთ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნა კო­ლინ პა­უ­ე­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მოხ­და.

ambebi.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved