• რეკლამა
  • კონტაქტი
07:58, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამბავი, რომელიც ჩვენ თავს ხდება – ზურა ჯაფარიძის საარჩევნო მიმართვა და რეფერენდუმად ქცეული 2 ოქტომბერი

ალია ავტორი - ალია
14:20 08-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

სურათი მინდა დაგიხატოთ სად ვართ და რა ხდება ჩვენს თავს და მერე დამიჯერებთ ან არ დამიჯერებთ, ან მაგინებთ, ან რაღაცას იზამთ… – “გირჩი მეტი-თავისუფლების” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ რეფერენდუმად ქცეულ თვითმმართველობის არჩევნებზე სპეციალური მიმართვა გაავრცელა. 

2 ოქტომბერს გადაწყდება იქნება თუ არა ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მანამდე კი ზურა ჯაფარიძემ საზოგადოებას “ბიძინა ივანიშვილის თამაშის პრინციპი” აუხსნა. 

“შეგაშინებს ნაცებით, შეგაშინებს პანდემიიით, შეგაშინებს გეებით, შეგაშინებს გადაჯიშებით, დახარჯავს ფულს, გაგისტუმრებს ვალებს, მოგიქსევს ბოტებს, მოგიქსევს მოჭიდავეებსა და მორაგბეებს, მოგისმენს, უდანაშაულო ექსპერტებს ჩაყრის ციხეში, ჩაეხუტება საპატრიარქოს, ჩაეხუტება ქურდებს, გაწიხლავს ჟურნალისტებს, ახალგაზრდებს დასთხრის თვალებს, დაიკიდებს ანაკლიას, დაიკიდებს ყარსი-ახალქალაქს, სახელმწიფო დეპარტამენტს, ორჯერ დაგისვამს ღარიბაშვილს პრემიერად… ყველაფერზე წავა ერთი მთავარი მიზნისთვის – არ დაკარგოს ძალაუფლება”,- ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

ჯაფარიძის თქმით, არსებობს რამდენიმე არჩევანი:

“ან ვაღიარებთ, რომ არ შეგვწევს ძალა, ამ ადამიანსა და მის შექმნილ რთულსა და საშიშ სისტემას დავუპირისპირდეთ, შესაბამისად ვეგუებით ასე ცხოვრებას.

ან მეორე – გავრბივართ აქედან.

ან მესამე არჩევანი – ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი შევცვალოთ, წავართვათ ძალაუფლება და ისეთ სისტემა შევქმნათ, რომ მეოთხედ რეგვენებივით იგივე პრობლემაში არ გავეხვეთ, დანარჩენი ყველაფერი მისი თამაშის ნაწილია”,- ამბობს ჯაფარიძე საარჩევნო ვიდეოში.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ყველაფერი, რაც “სტატუს კვოს” უწყობს ხელს, ბიძინა ივანიშვილის თამაშია, ამიტომ :

პირველი ვერსია – ნიშნავს, რომ მონა ხარ, ვიღაცამ შენ მიზნებს დაუწესა ჭერი და ამაზე მაღლა ვერ ახტები. შეხედეთ “ოცნების” სახეებს და ამას ნიშნავს შეგუება და მორჩილება. ასევე ეგუები იმას, რომ ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. 

მეორე ვერსია – “დაახვევ აქედან, წახვალ” გზა არის, და პირველს სჯობია, არ ტოვებ საკუთარ შვილებს ჩეჩნეთის პერსპექტივის მქონე წარმონაქმნში. მაგრამ გაქცევას თუ ვფიქრობ, აზრი არ აქვს ამის მოსმენას. 

მესამე ვერსია – ბრძოლა კონკრეტული მიზნისთვის – ივანიშვილმა დაკარგოს ძალაუფლება! ამ ბრძოლის მოგებისთვის უნდა გვესმოდეს რას ვებრძვით : ივანიშვილის საარჩევნო ძალაუფლება დგას თოფიან ხალხზე და ბიუჯეტზე მიბმულ ხალხზე, მეორე მხრივ საპატრიარქოს მრევლზე და მესამე მხრივ კრიმინალურ სამყაროზე და მისგან გაკონტროლებულ ქუჩაზე – ამ ყველაფერს ზურგს უმაგრებს რუსეთი. 

– ეს სამეული ან ერთად მარცხდება თავის რუსეთიანად, ან არ მარცხდება. ამათ ან ყველას ერთად ეჯახები, ან ბრძოლაში არ ხარ და მაიმუნობ. მოგების გზა გადის 2 ოქტომბრის არჩევნებზე. ოცნებამ უნდა აიღოს 43%-ზე ნაკლები.

ზურა ჯაფარიძე მოქალაქეებს ეუბნება, რომ თუ სჯერათ, რომ “მონობა ტეხავს” და ეს საკუთარი შვილებისთვის არ უნდათ, 2 ოქტომბერს უნდა წავიდნენ არჩევნებზე და შემოხაზონ ნებისმიერი გარდა 41 ნომრისა. მისი თქმით, ეს იქნება ხმის მიცემა შანსის გაჩენისთვის, რაც ახლა არ გვაქვს.  “2 ოქტომბრის რეფერენდუმით უნდა დავიწყოთ და მერე აღარ უნდა გავჩერდეთ”,- ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved