• რეკლამა
  • კონტაქტი
11:43, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამაზრზენია ფორმა, რომლითაც სტუდენტებს საკუთარი სიმართლის გამოხატვა სურდათ” – ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:41 06-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
384

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი:

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები, სამწუხაროდ, დღევანდელობის მძიმე ანარეკლია.

საუბედუროდ, ჩვენი საზოგადოება გაჟღენთილია უპატივცემულობით, აგრესიით, ბოღმით, შურით, ცილისწამებით, ახალ-ახალი მსხვერპლის ძიებისა და შეჭმის წყურვილით. ამ ზნეობრივი წყვდიადის და დაცემის გამოძახილია, რაც დღეს უნივერსიტეტში მოხდა.
რასაც გავეცანი, სტუდენტების მოთხოვნები სამართლიანიცაა და გასაგებიც. უნივერსიტეტის რექტორატს მისი მოგვარება ევალება!!! და პასუხისმგებლობისგან გაქცევა სწორად არ მიმაჩნია. როგორც ჩანს, მეტი კომუნიკაცია და მეტი გულისხმიერება იყო საჭირო, მაგრამ
სრულიად მიუღებელი და ამაზრზენია ფორმა, რომლითაც სტუდენტებს საკუთარი სიმართლის გამოხატვა სურდათ.
ახალგაზრდობის ამ ნაწილს უნდა ესმოდეს, რომ კეთილი საქმეც კი… სამართლიანი იდეაც კი კვდება იქ, სადაც ძალადობა და უპატივცემულობა იწყება. მიზანს რომ მიაღწიოთ, ღირსეულად უნდა იბრძოდეთ. ისე, რომ ოპონენტმა და, უბრალოდ, გულშემატკივარმა პატივი გცეთ, ხმამაღლა თუ არა, საკუთარ გონებაში მაინც აღიაროს თქვენი სიმართლე და უპირატესობა, თუ, რა თქმა უნდა, მართალი ხართ.
ჩვენს უნივერსიტეტს იმდენი აქცია, მიტინგი და პროტესტი აქვს გავლილი, ვერ დაითვლით… უნივერსიტეტიდან დაიწყო ყველა დიდი გარდატეხა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, მაგრამ… ვიმეორებ: ეს ბრძოლა ახალ სახეებს, ახალ ლიდერებს, ახალ ზნეობრივ გმირებს ბადებდა და არა პირიქით… თქვენც დაიბადეთ ახალ ზნეობრივ გმირებად და კულტურულ რევოლუციონერებად ნუ ჩამოაყალიბდებით.”
თეგები: ირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved