• რეკლამა
  • კონტაქტი
21:29, კვირა, 15 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამათ ჰგონიათ, ტრამპს დაავიწყდა, „ოცნებამ“ კუდამოძუებული რომ გააგდო აქედან… ამის მოწმეა მარკო რუბიო, რომელიც მაშინ სენატორი იყო“ – რას უყვება „ალიას“ ვალერი გელბახიანი?

ალია ავტორი - ალია
21:04 01-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,435

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, იურისტი, ვალერი გელბახიანი.

– ბატონო ვალერი, „ქართული ოცნების“ სპიკერები და  ბიძინა ივანიშვილი ამბობდნენ, რომ დონალდ ტრამპის  საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ, ჩვენთვის ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლებაო. ტრამპის საინაგურაციო სიტყვა მოვისმინეთ და როგორ ფიქრობთ, მათთვის სანუგეშო ითქვა რაიმე? ასევე, ვიცით ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ეტაპის გეგმები და მათთვის მოსაწონი რა არის ამ გეგმებში?

– ბოლო მომენტამდე ჰქონდათ ტრამპის იმედი, მაგრამ მათთვის სანუგეშო არც ტრამპს უთქვამს რაიმე და არც მის გეგმებში შედის „ქართული ოცნების“ გადარჩენა. ინაუგურაციამდეც, ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის წევრებს, კონსერვატიული პარტიის ტრამპთან დაახლოებულ კონგრესმენებსა და სენატორებს, ერთი სიტყვა არ უთქვამთ „ქართული ოცნების“ სასიკეთოდ. ჯერ არ შეუწყვეტიათ მცდელობა, რომ მიაღწიონ ტრამპამდე. რამდენიმე ლობისტური ჯგუფი დაიქირავა ბიძინა ივანიშვილმა და მუშაობენ, რომ ვიღაცამ მაინც მოახერხოს და გავიდნენ ტრამპის უახლოეს გარემოცვამდე. თუმცა, ჯერჯერობით, ეს ვერ ხერხდება. რამდენადაც ვიცი, ტრამპის ადმინისტრაციის  წევრმა, ილონ მასკმა  უარი უთხრა მათ შეხვედრაზე. ასევე, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ არ გაიკარა ეს ხალხი. 2012 წელს, რუბიო, ტრამპთან ერთად ნამყოფია საქართველოში, ბათუმში, სადაც ტრამპის  კომპანიას  „ტრამპ თაუერი“ უნდა აეშენებინა. მისი აშენების ნებართვა გაცემული იყო, ქართული კომპანიაც იყო ამაში ჩართული. „ქართული ოცნება“ როდესაც  ხელისუფლებაში მოვიდა, სამშენებლო ნებართვა გააუქმეს, ტრამპი, ფაქტობრივად, კუდამოძუებული გააგდეს საქართველოდან, აქ ინვესტიციების განხორციელების საშუალება არ მისცეს. ეს ტრამპსაც კარგად ახსოვს და რუბიოსაც, რომელიც მაშინ სენატორი იყო.

– მე მაქვს  ინფორმაცია, რომ მარკო რუბიომ  უარი უთხრა ივანიშვილის ლობისტებს შეხვედრაზე, როდესაც გაიგო, რომ მისგან  ივანიშვილის რეჟიმის მხარდაჭერისა და  ჩვენთან ჩატარებული არჩევნების შედეგების  კანონიერების  შესახებ  განცხადების გაკეთება სურდათ. მე კუბელი ემიგრანტების შვილი ვარ, ჩემი მშობლები ფიდელ კასტროს რეჟიმს გამოექცნენ ამერიკაში და ჩემთვის შეურაცხმყოფელია, რომ  საქართველოში ავტოკრატიული რეჟიმის მხარდაჭერას მთხოვთო– ამ სიტყვებით გამოისტუმრა ივანიშვილის ემისრებიო, ამბობენ.

–კი, ლოგიკურად ასეც იქნებოდა. ეგ ერთი ფაქტორი და რაც ზემოთ ვთქვი, ისიც მეორე. „ოცნებამ“ ტრამპი კი „გადააგდო“, მაგრამ ეს რუბიომ საკუთარი თვალით ნახა. გამორიცხულია, ერთმა ან მეორემ ივანიშვილის ემისრები ახლოს გაიკარონ. მორალური უფლება რომ არ აქვთ, ეს ერთია და არალეგიტიმურ მდგომარეობაში იმყოფებიან,  არც ერთი მეტ–ნაკლებად დემოკრატიული სახელმწიფო არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, ამათ აღარც კი ელაპარაკებიან არც ევროკავშირი, არც მისი წევრი სახელმწიფოები უნგრეთის გარდა, ამერიკის ძველი ხელისუფლებაც ამ პოზიციაზე იყო და გამორიცხულია, ახალი ხელისუფლებიდან ვინმე დაელაპარაკოს. ამათ ლობისტთა არმია ვერ უშველის. ივანიშვილის ფულს რაც შეეხება, ამერიკა არ არის ის ქვეყანა, რომ ასეთმა ავტორიტარებმა ხელისუფლება ან ხელისუფლების გავლენიანი წევრები იყიდონ. ეს რუსეთში შეიძლება მოახერხო, მაგრამ ამერიკაში გამორიცხულია. მიუხედავად იმისა, რომ მათი ლობისტებიც, თავად ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებიც ახლა ვაშინგტონში არიან,  ეძებენ გზებს, რომელიც მიიყვანს ტრამპის გარემოცვასთან, ეს მცდელობა უსაფუძვლო და წინასწარ კრახისთვის განწირულია.

– ამერიკის ძველმა ადმინისტრაციამ სანქციები დაადო ივანიშვილს და დე ფაქტო ხელისუფლების  სხვა წარმომადგენლებს და იმედი აქვთ, რომ ახალი ადმინისტრაცია მოუხსნის ამ სანქციებს. ეს შეიძლება მოხდეს?

– ამ ტიპის სანქციები ასე მალე არ იხსნება, ჯერ ერთი და მეორეც, ამერიკის  კონგრესში ახალი სანქციების ინიცირება მოხდა და დარწმუნებული ვარ, კონგრესი მხარს დაუჭერს ამ პაკეტს და პრეზიდენტი ტრამპიც მოაწერს ხელს. გარდა ამისა, თავად ტრამპი, მისივე ინიციატივით  დაუწესებს ამათ ახალ სანქციებს. ჯო უილსონმა, უკვე გააკეთა განცხდება და მიმართა „ქართულ ოცნებას“, ივანიშვილს,  გზაში დაგეწევათ სანქციებიო.

– ჯო უილსონი ნამდვილად ტრამპის მომაავალ გეგმებს ახმოვანებს რეჟიმებთან დაკავშირებით?

–რა თქმა უნდა. უილსონი კონსერვატორია, ტრამპის ჯგუფის წევრი, მისი მხარდამჭერიი. ამ კაცმა თქვა, მე და ტრამპმა დედა უნდა ვუტიროთ ივანიშვილს, მადუროს და სხვა დიქტატორებსო. კაცი კონგრესმენია, ტრამპის სამეგობრო გარემოცვიდან,  ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროსაც კონგრესმენი იყო და ტრამპის  ინიცირებულ კანონპროექტებს უჭერდა მხარს. ტრამპის ორივე საპრეზიდენტო არჩევნებისას აქტიურად მონაწილეობდა მის საარჩევნი კამპანიებში. მეტი რაღა უნდა ქნას კაცმა, რომ ტრამპის გუნდის წევრად ჩაითვალოს? კობახიძე გამოდის და იძახის, ჯო უილსონი „კუბილიუსი–2“  არისო. ამით ტრამპს აყენებს შეურაცხყოფას და მაგდენს  ვერ ხვდება, სწორედ იმ ტრამპს, ვისი იმედიც ტყულად აქვთ ამ საცოდავებს. გავიხსენოთ კიდევ ერთხელ – კობახიძე ამერიკის დაუძინებელი მტრის, ირანის ერთი პრეზიდენტის დაკრძალვაზე იყო, მერე მეორის საპრეზიდენტო ფიცის დადებაზე და ორივე შემთხვევაში იქ ისმოდა შეძახილები „სიკვდილი ამერიკას“!  ორივე შემთხვევაში, კობახიძის გვერზე იდგნენ ტერორირტული ორგანიზაციის  „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ლიდერები, რომელთაც ამერიკის სტრატეგიულ და სამხედრო მოკავშირეს, ისრაელს ჯერ რამხელა ტერაქტი მოუწყვეს და მერე, თვეები ბომბავდნენ ისრაელის ქალაქებს. ამ ყველაფრის სათავეში კი ირანი იდგა. ამის მერე, რამხელა უტვინო უნდა იყო, რომ ამერიკის პრეზიდენტის იმედად იყო, რომელიც ამერიკის მტრებს მოსპობით ემუქრება და ამ სიაში პირველი ირანია, ტერორისტულ ორგანიზაციებს განადგურებით ემუქრება და ამ სიაშიც პირველები „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“ არიან. ამერიკის მტრის მეგობრები არიან და თან ამერიკისგან მეგობრულ პოლიტიკას ითხოვენ. ჩემი მტრის მეგობარი ჩემი მტერია, ამით ყველაფერი ნათქვამია. დიახ, „ქართული ოცნება“  ამერიკის მტერია და თან  უნამუსოდ სთხოვენ რეჟიმის აღიარებას და მხარდაჭერას  ამერიკის ახალ ადმინისტრაციას. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურ პლატფორმაზე ვარ, არ მსიამოვნებს ჩემი ქვეყნის იმიჯის შელახვა, სანქციები, არეულობები, მაგრამ სხვა გზას არ გიტოვებს ეს არალეგიტიმური ხელისუფლება და რა ვქნათ? ეს გზა თავად აირჩიეს.

– სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე ჩასვლა  უბრალო ვიზიტი იყო თუ  მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა?

–ესენი რომ დასცინიან, იმ  ჯო უილსონმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ძალაუფლება და  კაპიტოლიუმში, კონგრესის სხდომათა დარბაზში , იმ 100 კაცში  მოახვედრა ზურაბიშვილი, სადაც მხოლოდ პრეზიდენტები, პრემიერები იყვნენ მიწვეულნი და სადაც ტრამპმა  საპრეზიდენტო ფიცი დადო. მიუხედვად იმისა, რომ ზურაბიშვილი არ არის მოქმედი პრეზიდენტი, როგორც პრეზიდენტი, ისე მიიწვია და იქ დასვა. ვინც იმ დარბაზში იჯდა, კონგრესმენების გარდა, იმ 100 სტუმრის ვიზიტი, მათი იმ დარბაზში ყოფნა, ეს ყველაფერი  შეთანხმებული იყო ტრამპთან. ზოგი უშუალოდ ტრამპმა მიიწვია და ზოგი მისი გარემოცვის წევრებმა. იქ შემთხვევით ვერ მოხვდები.

– ბატონო ვალერი, ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ცალმხრივად შეწყვიტა, ამ დროს იგივე შეთანხმება სომხეთსა და ამერიკას შორის  გაფორმდა. ეს რამდენად ცუდი შეიძლება იყოს ჩვენთვის?

– ჩვენთვის აქ ცუდი არაფერია, ეს შეთანხმება ჩვენსა და ამერიკას შორის აღდგება და ვფიქრობ, მომავალში ურთიერთავდაუსხმელობისა და სამხედრო დახმარების შეთანხმებაც უნდა გაფორმდეს. მერე აღარც ნატო დაგვჭირდება, არც სხვა სამხედრო ბლოკში შესვლა. ჩვენს ტერიტორიაზე ერთმა უცხოელმა ჯარისკაცმა რომ დადგას ფეხი, ამერიკა გასცემს მას პასუხს, როგორც ისრაელისა და ტაივანის შემთხვევაში. სომხეთს რაც შეეხება, რაც მეტი სახელმწიფო უგანებს რუსეთს, უარს ეტყვის პარტნიორობაზე და  დასავლეთისკენ აიღებს გეზს, მით უკეთესი ჩვენთვის…

თეგები: ბიძინა ივანიშვილიდონალდ ტრამპივალერი გელბახიანიირაკლი კობახიძემარკო რუბიოსალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ – თიბისი
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ – თიბისი

14:40 06-15-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

14:40 06-14-2025
14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის – თიბისი
ახალი ამბები

14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის – თიბისი

18:48 06-13-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება

12:21 06-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved