• რეკლამა
  • კონტაქტი
03:35, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამას თუ მოახერხებს, გამოვალ და ტაშს დავუკრავ – ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტზე

ალია ავტორი - ალია
18:14 12-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურ შერიგებას გულისხმობს, გამოხმაურებები გრძელდება პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის წინადადება მისაღებია, თუმცა მათთვის წარმოუდგენელია რა ფორმით უნდა დაიწყოს ეს პროცესი.  

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “მოქალაქეები” თავმჯდომარეს, ალეკო ელისაშვილს პრეზიდენტის იდეა მოსწონს, თუმცა ამბობს, რომ როგორც მოახერხებს ამას სალომე ზურაბიშვილი, არ იცის.

“ეს სიძულვილი, რაც არის პოლიტიკურ სივრცეში, ეს გავარვარებული ზიზღი ერთმანეთის, ამან დაიწიოს. როგორ მოახერხებს, ცოტა რთული წარმოსადგენია პირადად ჩემთვის და რამდენად წარმატებით მოახერხებს, როდესაც ყველას უნდა ერთმანეთი გვძულდეს ამ ქართულ პოლიტიკაში. ამას როგორ მოახერხებს სალომე ზურაბიშვილი არ ვიცი, მაგრამ თუ მოახერხებს გამოვალ და ტაშს დავუკრავ,“ – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ თუ განცხადების მიღმა კონკრეტული სურვილი დგას, ამ იდეას ემხრობა.

“ახლა უნდა დავაზუსტოთ, ეს იყო პიარ სვლა, უბრალოდ ლამაზი სიტყვები თუ ამის უკან დგას კონკრეტული სურვილი და შინაარსი. თუ კონკრეტული სურვილი და შინაარსი დგას, მე ეს იდეა მომწონს,“ – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ განცხადებას არანაირი აზრი არ ექნება, თუ მას კონკრეტული შედეგი არ მოჰყვა. 

“მხოლოდ განცხადებებს არანაირი აზრი არ აქვს, თუ ამ განცხადებებს კონკრეტული ქმედებები არ მოჰყვება და ის ინიციატივა, რომელიც დააყენა მიხეილ სააკაშვილმა საერთო ეროვნული შერიგების შესახებ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ინციატივას თუ მოყვება კონკრეტული გაგრძელება და ჩვენ თუ ვნახავთ რომ მართლაც ქართული ოცნება და მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი მზად არის იმისთვის, რომ ასეთი დიალოგი წარიმართოს, ეს იქნება გამოსავალი რომ ერთხელ და სამუდამოდ დავძლიოთ ის მოჯადოებული წრე, რომელშიც ვიმყოფებით,” – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.  

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved