• რეკლამა
  • კონტაქტი
22:57, კვირა, 25 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ამას ჰაერზე არ ვლაპარაკობ” – რას უყვება ,,ალიას” კახა მიქაია?

ალია ავტორი - ალია
19:04 03-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,355

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია.

-ბატონო კახა, ძალიან ცუდად მენიშნება, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები ჩვენი პროტესტანტი საზოგადოების მხარდამჭერ განცხადებებსაც არ აკეთებენ, აღარც არჩევნების გაყალბებაზე იღებენ ხმას, თუ არ ჩავთვლით, რამდენიმე კონგრესმენის განცხადებებს. რა ხდება? მიგვივიწყა და მიგვატოვა ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ? დაგვტოვეს რეჟიმთან ბრძოლაში მარტო და პირისპირ?

– საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამ მთელს მსოფლიოში, ფაქტობრივად, ჩამოანგრია არსებული პოლიტიკური წესრიგი. შესაბამისად, იქმნება ახალი პოლიტიკური წესრიგი. ტურბულენტობა არის ძალიან მაღალი, ძალიან ძლიერი. გეთანხმებით, რომ იკლო ამერიკელი პოლიტიკოსების განცხადებებმა საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ იმას ვერ ვიტყოდი, რომ ამერიკამ მიგვატოვა. აღსანიშნავია ამერიკის დამოკიდებულება ევროპის მიმართ და ევროპის სახელმწიფოთა ქცევა, მე ვიტყოდი, ახლებური ქცევა. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ისე დაემართა ევროპას. ტრამპის პრეზიდენტად მოსვლამ ევროპა საღათას ძილიდან გამოიყვანა და საკუთარ უსაფრთხოებაზე, შეიარაღებაზე დაიწყო ფიქრი. ეს ძალიან კარგია. ევროპამ აღიარა საბოლოოდ, რომ მას სჭირდება ძლიერი თავდაცვა საკუთარი უსაფრთხოებისთვის და აქ იკვეთება უკრაინა, როგორც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, როგორც დღეს ყველაზე ძლიერი არმიის მფლობელი ევროპაში. მოვლენები რომ ცუდად მიმდინარეობს და ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, ეს ფაქტია…

მე ყურადღებას მაინც „საქართველოს მეგობარ აქტზე“ გავამახვილებდი, რადგან თუ მას კონგრესი მიიღებს, ბოლოს პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა მოაწეროს ხელი. ამერიკის სენატმა ხვალისთვის, 27 მარტისთვის გადადო მეგობარი აქტის განხილვა და ვიმედოვნებ, რომ მისი განხილვა მოხდება. კონგრესის მიერ მიღებულ, პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილ ამ აქტს კი კანონის ძალა ექნება. „მეგობარი აქტი“ იქნება უპირობო მხარდაჭერა საქართველოსი ამერიკის მხრიდან დემოკრატიის დამყარებაშიც, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაშიც და სხვა საკითხებშიც. ჯერ ვერ ვიმარჩიელებ, ტრამპი როდის და რას იტყვის საქართველოზე, მაგრამ „მეგობარი აქტის“ მიღება კონგრესის მიერ, მისი კანონად ქცევა, მრავალი ამერიკელი პოლიტიკოსის განცხადებაზე უფრო ფასეული და ქმედითი იქნება. მე ვფიქრობ, ქართული პოლიტიკური სპექტრი და ქართული საზოგადოება სწორედ „მეგობარ აქტსა“ და მის მიღებაზე უნდა იყოს კონცენტრირებულნი.

– ფიქრობთ, რომ კონგრესი მიიღებს „მეგობარ აქტს“?

–მე დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებს. სენატორები ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი, კონგრესმენი ჯონ უილსონი ძალიან ახლო ადამიანები არიან ტრამპისთვის. რიშთან საკუთარი კეთილგანწყობა პრეზიდენტმა ამ დღეებში საჯარო განცხადებითაც დაადასტურა. ამ დროს რიში არ მოსწონთ მამუკა მდინადაძესა და ირაკლი ზარქუას, დიპ-სტეიტის წარმომადგენელს ეძახიან და კომიკურ სიტუაციაში იგდნებენ თავს. „ქართული ოცნების“ ლიდერებს მოსწონთ ტრამპი, მოსწონთ მისი საგარეო პოლიტიკა, მაგრამ იმდენსაც ვერ ახერხებენ, ტრამპის თანხვედრი მესიჯები გააჟღერონ და იმ ხალხს ტრამპის პოლიტიკის მტრები არ ეძახონ, ვისაც ამერიკის პრეზიდენტი მეგობრებად მიიჩნევს. ფაქტია, რომ ამერიკულ პოლიტიკაში სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, რიშს დიდი გავლენა აქვს და როდესაც ის არის ერთ-ერთი წარმდგენი ამ აქტისა სენატში, ეს ბევრ რაიმეზე მეტყველებს.

-ჩვენთან უფრო და უფრო რთულდება მდგომარეობა. ბიძინა ივანიშვილი ვითარებას უფრო ამძაფრებს, დაჭერები და უდანაშაულო ხალხის ციხეში გაშვება, დაჯარიმებები გრძელდება, დააყადაღეს საქველმოქმედო ფონდები, ამკაცრებენ კანონებს, სკოლებში პოლიციელების შეყვანას აპირებენ, ჟურნალისტებს რაღაც იდიუტურ რეგულაციებს გვუწესებენ... რას მიაღწევს ამით ივანიშვილი?

– ეს არ მიკვირს, რადგან საქართველოში რუსული რეჟიმია. ბიძინა ივანიშვილი რუსეთის დავალებას ასრულებს და ეს არის ცალსახა. ივანიშვილის ეს ქმედებები, მისი დამოკიდებულება საზოგადოებისა და ოპოზიციისადმი, ერთი-ერთში ჰგავს რუსეთში არსებულ ვითარებას. ბიძინა ივანიშვილს და მის ძალაუფლებას, თავიდან ბოლომდე პუტინის ხელისუფლება აკონტროლებს. მას დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება რომც უნდოდეს, ამის ნებას პუტინი არ მისცემს.

-პუტინმა შესძლო რუსეთში ავტოკრატიული რეჟიმის დამყარება და შესძლებს იმავეს ივანიშვილი?

– ეს ჩვენს საზოგადიოებაზე, არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული, ბოლომდე როგორ წინააღდეგობას გაუწევს რეჟიმის დამყარების მცდელობას. მე მჯერა, რომ ამ წინააღმდეგობას გავუწევთ ევროპისა და ამერიკის დახმარებით, ბიძინა ივანიშვილის ოცნება, რომ კავკასიის ბელორუსად აქციოს საქართველო, არ გამოუვა. ამას ჰაერზე არ ვლაპარაკობ. ქართულმა საზოგადოებამ დაამტკიცა, რომ ის ურყევი და ერთგულია თავისუფლებისა, დემოკრატიული იდეალებისა და ღირსია, ევროპულ საქართველოში ცხოვრებისა. ჩვენ უნდა გავუძლოთ კრემლის ამ ზეწოლას, სხვანაირად არ გამოვა. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, ყველგან და ყოველთვის, მუდამ მძიმე და ხანგრძლივი იყო.

თეგები: კახა მიქაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved