• რეკლამა
  • კონტაქტი
02:40, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამას გულისხმობს მიშა აშკარად – 1000%-ით! ჟვანიას ოჯახი რატომ არაფერს ამბობს პასუხად?” – დათო გამცემლიძე

ალია ავტორი - ალია
15:11 02-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
349

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:

“მიშას მემუარებიდან:

———————————————–

მოგონებათა 94–ე გვერდზე ავტორი წერს, რომ პრეზიდენტმა ბუშმა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, საქართველოში გამოაგავნა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) თანამშრომლები, რომლებმაც იმ ბინაში, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა (ციტატა) “აიღეს…… ანალიზები, რითაც დოკუმენტირდა საქმის ინტიმური მხარე” (ციტატის დასასრული).

რას ნიშნავს ეს ფრაზა? რას შეიძლება გულისმობდეს​ ავტორი? მხოლოდ და მხოლოდ ერთს: ამერიკელმა გამომძიებლებმა აღმოაჩინეს და​ აიღეს ის ნაცხები და ისეთი ადგილიდან რაც საქმის “ინტიმურ მხარეს” დაადასტურებდა და შემდეგ გამოიყენეს ეს ბიოლოგიური მასალა იდენტიფიცირებისათვის (წერტილი).

იქვე ავტორი გვიყვება, რომ იმავე ამერიკელმა გამომძიებლებმა ვერ აღმოაჩინეს თითის ანაბეჭდი კონიაკის ბოთლზე, რომელსაც ვითომდაც​ ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი სვამდნენ და ივარაუდეს, რომ ეს ბოთლი სინამდვილეში დაცვამ დადო მაგიდაზე როდესაც დადგა სცენა, თითქოს ჟვანია და უსუპოვი მაგიდასთან ისხდნენ როდესაც გაზით მოიწამლენ და ამ მდგომარეობაში დახვდნენ დაცვას.

ოდნავ ზემოთ კი მიხეილ სააკაშვილი საინტერესო დეტალს აღნიშნავს, ოღონდ​ ​ აღნიშნავს სპეციალურად,​ ​ ანუ საერთო კონტექსტში:

როდესაც​ ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსმა, კობა ხარშილაძემ ღამით პირველად აცნობა ტელეფონით პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების შესახებ, თან დააყოლა: “ძალიან უხერხული სიტუაცია ვნახეთო”.

რა შეიძლებოდა ყოფილიყო “უხერხული” ( ტრაგიკული კი, მაგრამ “უხერხული”?) იმ სიტუაციაში, თუკი ორი მამაკაცი მაგიდას უჯდა და კონიაკს სვამდა?

ვიმეორებ: “ტრაგიკული” ან “საშინელი” კი, მაგრამ….”უხერხული”?!

გასაგებია ხომ?

მიშა გულისხმობს, რომ ზურა და რაული დაცვას მაგიდასთან მსხდომნი არ დახვედრიათ.

ამას გულისხმობს აშკარად-1000%-ით!

ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი აღწერს, რომ რამდენიმე დღეში მასთან მივიდა ზურაბ ჟვანიას ქვრივი, ნინო ქადაგიძე და უთხრა: “ზურაბ ჟვანიას, რიგორც ყველა პოლიტიკოსს, ჰქონდა ფული და ამ ფულის ნაწილი მაინც დამიბრუნეთ. სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე ზურამ რამდენიმე მილიონი აიღოო”.

“მე ვუპასუხე, რომ მეც პოლიტიკოსი ვარ, მაგრამ ფული არა მაქვს მეთქი” – წერს მიშა და აღნიშნავს, რომ ამ საუბრის შემდეგ ნინო ქადაგიძეს აღარ შეხვედრია.

ოღონდ “რამდენიმე მილიონი დოლარის” თემა ბადრი პატარკაციშვილის შემოგდებულად მიაჩნია და არა რეალობად.

———————————-

ჰოოოოოოო……ახლა მე, როგორც ადამიანს, ვინც 10 წელი ვიმუშავე ზურაბ ჟვანიასთან, მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს: ამ მოგონებებზე ოჯახმა არაფერი იცის? არ წაუკითხავთ? როგორც გავარკვიე, ეს ტექსტი მიშას ჯერ კიდევ 2016 წელს გამოუქვეყნებია უკრაინაში.

რატომ არაფერს ამბობენ პასუხად?

“ვითომც არაფერი?”

დათო

ისტორიის რიგითი ჯარისკაცი”

თეგები: ზურაბ ჟვანიამიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved