• რეკლამა
  • კონტაქტი
03:54, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამას არავინ ელოდა და ჩემი პროგნოზი ერთი–ერთში ახდა…“ – რას გვიყვება ვახტანგ მაისაია

ალია ავტორი - ალია
21:16 08-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,401

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ვახტანგ მაისაია.

– ბატონო ვახტანგ, მარტში  ჩემთან ინტერვიუში   განაცხადეთ, რომ უკრაინის არმიის კონტრშეტვის  მთავარი სამიზნე ყირიმი იქნებოდა და  ეყრდობოდით უკრაინის  პრეზიდენტსა და მთავარსარდლის, ზელენსკის განცადებას, რომელმაც იგივე თქვა რამდნიმე დღით ადრე. ამ დროს, ამერიკელი, ბრიტანელი და  ევროპელი თავდაცვისა და სპეცსამსახურების ყოფილი და მოქმედი გენერლები ამტკიცებდნენ, რომ  უკრაინა მთავარ  ძალებს  დონბასის მიმართულებით გადაისროდა და ყირიმს არც კი  ახსენებდნენ. ზელენსკის განცხადება კი უგულვებელყვეს, უფრო პოლიტიკურად და ზედმეტად ამბიციურად  მიიჩნიეს. გამიხარდა, რომ ქართველი ექსპერტი იყო ერთადერთი თუ არა, ერთერთი, რომელმაც გამოიცნო უკრაინის სარდლობის გეგმა და ეს „ალიაში“ დაიბეჭდა კიდეც.

– დიდი მადლობა, ჩემი პროგნოზის ასეთი შეფასებისთვის! ეს პროგნოზი პრეზიდენტ ზელენკის განცხადების გარდა, ჩემს მიერ დამუშავებულ სხვა ანალიტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა. უკრაინამ უკვე დესანტი გადასხა ყირიმში და ცხადია, მთავარი სამიზნეც ყირიმია. როდესაც ეს პროგნიზი გავაკეთე,მაშინ ვთქვი, რომ პარალელურად დონბასისა და სხვა მიმართულებებითაც განხორციელდებოდა კონტრშეტევა. ასეც მოხდა. ახლა  უკრაინელები დაიწყებენ შეტევას ზაპოროჟიეს მიმართულებით. უკვე დაიბრუნეს სტრარტეგულად მნიშვნელოვანი დასახლება რობოტინო. აქედან მერიტოპოლამდე  დაახლოებით 70 კმ–ია, მარიუპოლამდე– 100 კმ–დე. ეს ძალიან მყიფე და მოწყვლადი პოზიციაა რუსეთისთვის, რადგან სამხედრო–სტრატეგული კუთხით, ეს მანძილი არც თუ დიდ   მონაკვეთებად ითვლება. პრინციპში, ბრიგადებსა და საარმიო დაჯგუფებას შეუძლიათ 5–6  დღეში გადალახონ ეს მონაკვეთები,  თუ ღრმა გარღვევასა  და ოპერატიულ სივრცეზე წავლენ. შესაბამისად, ზაპოროჟიეზე შეტევა უკრაინის ჯარს მისცემს საშუალებას ყირიმის ბლოკადაში მოქციოს. ცხადია, იმ  შემთხვევაში, თუ უკრაინელებმა ეფექტურად შეუტიეს ყირიმს ზღვიდან და ჰაერიდან. ყირიმის ბლოკადა ნიშნავს, რომ მას შეუწყდება ლოჯისტიკური და ზურგის მომარაგება. ეს თუ მოახერხეს, მერე გადავლენ ყირიმის გათავისუფლების ოპერაციაზე. ყირიმის დაბრუნებას უდიდესი გეო–პოლიტიკური და გეო–სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. მერე უკვე უკრაინის დანარჩენი ტერიტორიების გათავისუფლება შედარებით გაიოლდება, რადგან  ეს იქნება ერთგვარი გარდატეხა ამ ომში. ახლა რასაც ვუყურებთ და რა ინფორმაციაც არსებობს, იმაზე დაყრდნობით, წესით ამგვარად უნდა განვითარდეს მოვლენები.

– ყირიმი თუ დაიბრუნეს უკრაინალებმა, ამას ერთგვარი სიმბოლური მნიშვნელობაც ექნება. 2014 წელს, ყველაზე დიდი ზარზეიმი  რუსეთში  ყირიმის აღების შემდეგ ჰქონდათ და ყველაზე დიდი ფული ყირიმში ჩაყარეს. პუტინიც არ მალავს, რომ მისი მმართველობის ყველაზე დიდი მონაპოვარი ყირიმია.

– კი, ბუნებრივია. ეს იქნება ერთგვარი კარტ–ბლანში. ადრე ამის განხორციელების პერპექტივები ძალიან ბუნდოვანი იყო, ახლა კი უახლოვდება რეალობას. რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში უკრაინელები თავიანთ დროშას აფრიალებენ და ამით ყირიმში თავიანთ ყოფნას აფიქსიერებენ. ეს მართლა  სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მომენტია. ახლა აპირებენ, მოახდინონ ყირიმელი თათრების აჯანყება რუსეთის წინააღმდეგ. უკვე იქმნება მათგან  რამდენიმე სამხედრო შენაერთი და ჩაერთვებიან ყირიმის გათავისუფლების ოპერაციაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელებმა მოახდინეს  რუსეთის ძალების დეზავუირება, შეტევის ფორსირება  და ხარკოვის მიმართულების ნაცვლად ყირიმის მიმართულებით შეუტიეს, რასაც, როგორც თქვენ ამბობთ,  ამას არავინ ელოდა და ჩემი პროგნოზი ერთი–ერთში ახდა.

–ყირიმის თუ აიღეს, ეს რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში სერიოზულ ძვრებს გამოიწვევს?

– ცხადია, ასე იქნება. ეს რუსული სამხედრო უკუპაციის სრული კრახი იქნება. ამის მერე ოპერატიული უპურატესობა უკრაინის ხელში გადავა და ბირთვული ტაქტიკური იარაღიც რომ გამოიყენოს რუსეთმა, ვეღარც ეს უშველის, უკრაინის არმიას ვერ შეაჩერებს. ეს იქნება იგივე, რაც რუსების გამოქცევა ჩეჩნეთიდან, ჩეჩნეთის  პირველი ომის დროს. პუტინისა  და რუსეთის მთავრობის  პოზიციები უკვე სერიოზულად  შეირყა. პუტინსაც  და მის მთავრობასაც, რაც ის პრეზიდენტია, ყველაზე დაბალი რეიტინგი ამჟამად  აქვთ. პუტინის რეიტინგი 65% პროცენტია,  როდესაც 76%–ზე დაბალი რეიტინგი  არასდროს ჰქონია. ცხადია, რუსეთის ხელისუფლება მალავს ამას, მაგრამ  ინფორმაცია ჟონავს. რუსეთის მეგაპოლისებში მცხოვრები მოქალაქეები თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ. მოსკოვსა და სხვა დიდ ქალაქებზე მოხდა „დრონებით“ თავადსხმა,  კრემლის  თავზე  ბომბი ჩამოაგდეს, რამდენიმე დღე მოსკოვის აეროპორტები დაკეტეს და ქალაქში  წესრიგის დასამყარებლად სამხედროები და  ტანკები გამოიყვანეს. ეს ყველაფერი  დაინახა ხალხმა, ახლა ტანკსა და აფეთქებულ კრემლს სად დამალავდნენ?  პრიგოჟინის ამბოხმაც სერიოზული დარტყმა მიაყენა პუტინს. ხალხმა დაინახა, რომ ის საკუთარ გარემოცვას ვეღარ აკონტროლებს და ბუნებრივად გაუჩნდათ კითხვა – შეძლებს ასეთი კაცი  ქვეყნის კონტროლსა და მისი უსაფრთხოების დაცვას?  ცხადია, ეს კითხვა პუტინის გარემოცვაშიც ბევრს აწუხებს. მოკლედ, პუტინი და კრემლში  მისი ერთგული ხალხი დასუსტდნენ და ვფიქრობ, ასეთი ხალხი  უფრო და უფრო კლებულობს პუტინის გარემოცვაში.

თეგები: ვახტანგ მაისაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved