• რეკლამა
  • კონტაქტი
08:44, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კედელ -კედელ დაძრწის და ხალხს მიუთითებს ვინ რაზე ილაპარაკოს – დეისაძე ჩერგოლეიშვილს პასუხობს

ალია ავტორი - ალია
14:51 02-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

მუსიკოსი, ერეკლე დეისაძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტის სქრინს და წერს:

“ეს პოსტი მე მეძღვნება, ,,თავდაცვით რეჟიმში ამართლებს დღევანდელ დღესო”, თან საკუთარ ,,დისფუნქციურობას” ამართლებსო ამბობს 3 % ანი პარტიის წარმომადგენელი, რომელიც ფოთში სუფრებს შლიდა და ოჩოფეხებით დარბოდა, როგორმე ხმა რომ მოეგროვებია პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიისთვის.

დიახ, ,,საკუთარ დისფუნქციურობასო”. დიახ, ჩემზე.

მადლობა ღმერთს, დღეს მე უფრო მეტი მსმენელი მყავს, ვიდრე ამას ამომრჩეველი. მაგრამ აქ სხვა რამეა მთავარი:

ხალხი რომელიც ყველაფერს საბჭოთა კავშირს აბრალებს, ოღონდ საკუთარი პასუხისმგებლობა და ბრალეულობა აირიდოს. ხალხი რომელიც დღემდე საბჭოთა ისტორიაში იქექება, სხვებს უკრძალავენ 15 წლის წინანდელი საქართველო გაიხსენონ, იმიტომ რომ იქ თვითონ არიან და მესმის ძალიან უხერხულია, დღევანდელი გადმოსახედიდან, ორმაგად უხერხული.

ჩემი გამართლებული ბიძინა სად ნახა არ ვიცი, (,,თეთრი ხმაურის” აქციებზე, “ბირჟა მაფიის” აქციებზე, თუ “სირცხვილიას” აქციებზე სადაც პროპორციულ არჩევნებს ვითხოვდით და თვითონაც იქ იდგა)

ბიძინას მმართველობა რომ საქართველოს პრობლემაა და ამაზე ვთანხმდებით, ეს არ ნიშნავს რომ ამ პრობლემის გასაღები თქვენ ხართ, თქვენ, ვინც თავისი არასწორი პოლიტიკის შედეგად ეგ პრობლემა სათავეში მოიყვანა, და იმის მაგივრად პასუხისმგებლობა იგრძნოთ, ახლაც სხვებისკენ იშვერთ თითს. მეტიც , ცოტა საღადაო თემაც კი გახდა ,,რა დროს ,,9 წელიაო” ,,ეს ძმაო ქოცური ნარატივია” ,,ბიძინას წისქვილზე ასხამს წყალს” ,,it’s not cool” და ა.შ.

,,ეთიკის ფეისბუქ ჟანდარმერია”, რომელიც კედელ -კედელ დაძრწის და ხალხს მიუთითებს ვინ რაზე ილაპარაკოს და ისტორიის რომელი მონაკვეთი გაიხსენოს.

თავს ნუ შეიწუხებს, წარსულის გადმონაშთებისგან მომავალზე მითითებას ვერ მივიღებ.

ჰიტლერზე და სტალინზე რომ წიგნებს წერენ და ფილმებს იღებენ, ვკითხოთ იმ ხალხს, რა ნახეს ამ წარსულში ეგეთი, როცა ამდენი პრობლემაა და მომავალზე მეტი კონცენტრირებაა საჭირო.

ბოდიში კედლის დაბინძურებისთვის, ჩემს კედლებს ჩემი ლექსები უფრო ამშვენებს. ამიტომ მეტს აღარ მოგაცდენთ და წერას გავაგრძელებ, იქნებ მედროვე აღარ ვიყო, დროს გავუსწრო და ბოუვი გამოვიდე.”

თეგები: ერეკლე დეისაძეთამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved