• რეკლამა
  • კონტაქტი
19:46, ოთხშაბათი, 9 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

ალია ავტორი - ალია
14:37 07-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,086

ქართული ოცნების დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი ამტკიცებს, რომ წალენჯიხაში, იქ, სადაც ოპოზიციური ადგილობრივი მმართველობაა, არაფერი გაკეთებულა.

ცნობისთვის, გია ხარჩილავა, წალენჯიხის არჩეული მერი, – გარდაცვლილია.

წალენჯიხიდან თენგიზ შარმანაშვილს უპასუხა, ჟურნალისტმა ბერდია კალანდიამ და ჩამოუთვალა 31 რამ, რაც გაკ,ეთდა ბოლო წლებში, იქვე, ცხადია, მოიკითხა, სად გუგუნებს ბიძინა ივანიშვილის დაპირებული ქარხნები.

პასუხად, თენგიზ შარმანაშვილმა დაწერა, რომ ხაზარაძეს ხაბეიშვილმა დაუძახა ის ცუდი სიტყვა, ბ–ზე რომ იწყება და რომ ვერ გაიმეორებს და როგორც წერს, გამოიჩინა კეთილი ნება და ხოშტარიაზე და მის ამფსონებზე აღარ დაამატა, თუმცა, თუ ქვეყანა იღუპება, რა დროს კეთილი ნებაა, დაამატეთ ეგაც, ბატონო თენგიზ.

რატომ გაახსენდა თენგიზ შარმანაშვილს ბიძინა ივანიშვილის დაპირებებზე ის ცუდი სიტყვა, – უცნობია.

ასევე, თენგიზ შარმანაშვილმა, თავის პასუხში დაწერა, რომ რადგან პოლიტიკური ოპონენტია, “სკეპტიკურად უყურებს “მიღწევებს” წალენჯიხაში”, ოღონდ, იმის თქმა დაავიწყდა სავარაუდოდ, რომ იგი ე.წ. მმართველი გუნდის წევრია და წესით, იმის ცოდნა ევალება, რა გაკეთდა წალენჯიხაში. არც ის უთქვამს, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი და არა მხოლოდ, ვალდებულია, მას მერე შეაფასოს საქმე, როცა ნახავს და გაეცნობა.

გამომდინარე იქედან, რომ “ალიამ” ბერდია კალანდიას პასუხი გამოაქვეყნა, თენგიზ შარმანაშვილმა თავისი გვერდიდან მოგვმართა, რომ ობიექტურობისთვის, მისი წერილიც გამოგვექვეყნებინა. ასევე, რედაქციას ოთხჯერ გამოუგზავნა საკუთარი წერილის ლინკი.

სხვათა შორის, მეზობლები ვართ და შეეძლო, “მოეკაკუნებია”.

ობიექტურობას “ალიას” ვერ დაგვიწუნებთ ნამდვილად, ობიექტურობისთვის გეტყვით, რომ მაგალითად, მონა მოსამართლეებზე წინა ხელისუფლების დროს რომ იწერებოდა “ალიაში”, თან არა წინა ხელისუფლების ბოლო წლებში, არამედ მისი ზენიტის პერიოდისას, – იგივე მოსამართლეებზე მონის დაძახება აკრძალა ქართულმა ოცნებამ.

ობიექტურობისთვის, გეტყვით, რომ ისიც მოვისმინეთ, თეა წულუკიანმა როგორ თქვა თქვენზე, რომ პოლიტიკოსებმა უნდა იფრთხილონ თქვენზე ცუდის თქმა, რადგან ბევრი მომხრე გყავთ და ისიც ვნახეთ, რომ ამ კონკრეტულ პოსტზე, ორი კომენტარიდან, ერთი გარდაცვლილი გია ხარჩილავას სახელის შებღალვის მცდელობისთვისაა დაწერილი.

ობიექტურობისთვის, ისიც ვნახეთ, ციხეში მყოფმა ზურაბ ჯაფარიძემ რომ თქვა თქვენზე: “ეს ახალი ამომავალი ვარსკვლავი, შარმანაშვილი, ვოლსკი რომ ჩაანაცვლა ასაკოვანი სპიკერების კვოტაში, 2013 წელს, თუ სწორად მახსოვს, ჯერ კიდევ საქართველოს ელჩი იყო სომხეთში, სააკაშვილის დანიშნული, საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიყავი ჩასული ერევანში, ეუთოს ეგიდით, რესტორანში დამპატიჟა და ორი აგური არა, მაგრამ ორი ქაბაბი ეჭირა და თავში ირტყამდა, ეს რა დაგვემართა, რანაირად წავაგეთ არჩევნებიო. ახლა „დიფ სთეითისგან“ იცავს სამშობლოს.”

ცხადია, იგივე ობიექტურობისთვის, თქვენი პასუხიც ვნახეთ, სადაც ჯერ იმას წერთ, რომ კარგი მადა აქვს ზურაბ ჯაფარიძეს, ოღონდ, ვერ შეირგო და ბოლოს კი დაუწერეთ, რომ პატიმართან კამათი თქვენს წესებში არაა. ოღონდ, თუ თქვენი პასუხი პასუხისთვის არ დაიწერა, მაშ, რისთვის და მაშ, სხვა რაა შეკამათება?

ობიექტურობისთვის, ისიც უნდა ვთქვათ, რომ გია ხარჩილავა რომ ცოცხალი იყოს, – გიპასუხებდათ.

აქვე, იქნებ, გეთხოვათ, ბატონო თენგიზ, “იმედისა” და “რუსთავი2″–თვის, გაეშუქებინათ თქვენი და ბერდია კალანდიას პაექრობა. google analytics-ის მონაცემებს, რეიტინგებს თუ ნახავთ, დარწმუნდებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ ობიექტურობისთვის…

თენგიზ შარმანაშვილის ის წერილი, რომლის გამოქვეყნებაც გვთხოვა:

მომხედე, პატივცემულო ბატონო ! მეათე პუნქტი წაიკითხე საკუთარი მიღწევების ჩამონათვალისა, რომელიც ასევე საკუთარი ხელით დაწერე. ხაზარაძესთან ერთად გავაკეთეთო, ამბობ. ხაზარაძეს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხაბეიშვილი, იმის გამო, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს, იცი რას ეძახის ? სიტყვა ბ ასოთი იწყება და აქ ვერ გავიმეორებ. დანარჩენი ნაცმოძრაობა ხან მის კომკავშირულ წარსულზე საუბრობს საჯაროდ, ხანაც მოღალატეს უწოდებს. ხოშტარიაზე და მის ამფსონებზე აღარ დავამატებ. არ იცი ამის შესახებ ? იცი. რატომ არ უპირისპირდები ? ამ წალენჯიხისთვის დამსახურებული კაცის ტალახში თრევას რატომ არ იმჩნევ ? პასუხი მაქვს, მაგრამ არ ღირს უფრო სიღრმეებში წასვლა. ჰოდა, მე რას მიყურებ, კაცს, რომელიც, რბილად რომ ვთქვა, პოლიტიკური ოპონენტია და სკეპტიკურად უყურებს თქვენ ,,მიღწევებს” ? დაცვას მიხედე ხვედელიძე, დაცვას, გამახსენდა ეს ფრაზა ცნობილი ქართული ფილმიდან. ახლა დავჯდები და დავაკვირდები, როგორ დაიცავ პარტნიორს აღმშენებლობის საქმეში და მერე ჩამოვიყალიბებ ჩემ დამოკიდებულებას თქვენ გულწრფელობაზე. ამას ,,ალიას” რედაქციას ჩავუგდებ, ვინძლო ესეც გამოაქვეყნონ ობიექტურობისთვის.

ჟურნალისტი, გამოცემა თაიმერის დამფუძნებელი, ბერდია კალანდია:

Tengiz Sharmanashvili პასუხის პასუხი.
ბატონო თენგიზ, ჩემი საქმე არც პოლიტიკოსებთან დაპირისპირებაა და არც მათი დაცვა, სანამ ვინმე იმ წითელ ხაზს არ გადაკვეთს, რომელიც ყველა ურთიერთობაში არსებობს. პოლიტიკოსები ერთმანეთში თავად გაერკვევიან, ვინ ვის რას დაუძახებს, ვინ ვისთან დადგება და ვინ როგორ არჩევანს გააკეთებს, მათი გადასაწყვეტია, მედიას კი არა პოლიტიკოსთა ქება ან დაცვა, არამედ იმის გაშუქება ევალება, რაც მიმდინარე პროცესში ხდება. მამუკა ხაზარაძეს ჩემი დაცვა არაფერში სჭირდება, რაც გაუკეთებია, იმას კი ვერ დავუკარგავ იმის მიუხედავად, როგორ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს. ამ პოლიტიკურ ნაბიჯებთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია მაქვს და ეს აისახება ჩემს განწყობაზე ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის, გაერთიანების მიმართ.
თქვენ კი, ისეთ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება საერთო საქმეს, პოლიტიკური ოპონენტი კი არ ხართ, როგორც წერთ, არამედ მმართველ პარტიას წარმოადგენთ და დიახაც, თქვენი ვალდებულებაც იყო, სხვა რეგიონებში იმის მეათედი მაინც გაგეკეთებინათ, რაც გია ხარჩილავამ წალენჯიხაში დაიწყო და ახლა მისი თანამოაზრეები აგრძელებენ.
ბატონო თენგიზ, ქარხნებზე გკითხეთ, ეკონომიკაზე, ქვეყნის ბედზე, განათლებაზე გკითხეთ, დაპირებებზე გკითხეთ თქვენი გუნდის ლიდერის, ივანიშვილის და თქვენი პასუხია ეს? რომ ერთი ოპოზიციონერი მეორეს აკრიტიკებს? ივანიშვილის დაპირებებზე თქვენი პასუხია ხაბეიშვილი, ხოშტარია და ხაზარაძე? ამათგან რომელია ხელისუფლებაში, რომ მითხრათ?
რომელი რისი მინისტრია რომ მითხრათ? ივანიშვილის დაპირებებზე, ციხეში მჯდომ კაცს რომ გადაწვდით პასუხად, რისი ბრალია ეგ იცით? კი, იმისიც, რომ გამოცდილებამ, სამწუხაროდ, ვერ გასწავლათ სად, როდის, ვისთან როგორ მოიქცეთ და მეორე – არაფერი გაქვთ სათქმელი ივანიშვილის დაპირებებზე, უფრო სწორად არაფერი გარდა 1 სიტყვისა, – ბ@ზი, რასთან, ვისთან კავშირში გაგახსენდათ ეგ სიტყვა? – უცნაურია ღმერთმანი.
არა, რაც შეეხება სკეპტიციზმს, სადმე სხვა პლანეტიდან კი არ გესაუბრებით, რად უნდა მაგას ან სკეპტიციზმი, ან ოპტიმიზმი, ჩამობრძანდით, გაჩვენებთ, ნახეთ რა გაკეთდა. გიმასპინძლებთ, ხალხსაც შევხვდეთ და ბ@@@ რა არის, ისეთ სიტყვებს გაიგონებთ ხელისუფლებაზე, პოსტში კი არა, კომისიაზეც ვერ გაიმეორებთ.

“სანამ წალენჯიხაზე დაიწყებთ ლაპარაკს, პირჯვარი სამჯერ გადაიწერეთ – თქვენ კი არ გგავართ, 12 წელში 1 ქარხანაც რომ ვერ ააგუგუნეთ!” – კალანდია შარმანაშვილს

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved