• რეკლამა
  • კონტაქტი
08:05, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამაყი ვარ, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ყოველდღიური მუშაობა თბილისს დაეტყო – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
15:45 11-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

არ დავმალავ, ამაყი ვარ, რომ თბილისს გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ყოველდღიური მუშაობა დაეტყო, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მან ისაუბრა იმ პროექტებსა და მიღწევებზე, რაც თბილისის მერიის მიერ ბოლო წლებში განხორციელდა.

„მინდა, გამოვყო განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აღდგენილი თუ რეაბილიტირებული პარკები და სკვერები, გამწვანებული ქუჩები და გზაგამყოფები, ახალი საბავშვო ბაღები, რეაბილიტირებული ხიდები და გვირაბები, რესტავრირებული ისტორიული შენობები, გაცოცხლებული ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნები, განახლებული, სრულიად რეაბილიტირებული გამზირები და ქუჩები, მოწესრიგებული კომუნიკაციები და ასფალტის საფარი 1 000-მდე ქუჩაზე, მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობები; სპორტული მოედნები, მუზეუმების, სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია, სოციალური და ჯანდაცვის ახალი პროგრამები. ასევე, სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა, დაახლოებით, 7 000-მდე სოციალურად დაუცველ ახალგაზრდას ვეხმარებით განათლების მიღებაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია წლობით დაუკანონებელი ქონების რეგისტრაციის საკითხი, გაჩერებული, უიმედო მშენებლობებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც 10 000-მდე ოჯახს ეს ბედნიერება და სიხარული მივანიჭეთ. მაგალითად, „ცენტრ პოინტის“, „სვეტის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „აქსისის“ და ა.შ. მიერ დაზარალებულებს. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაკეთდა. ეს თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომლის შრომის და ძალისხმევის დამსახურებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ პანდემია ბევრი დაგეგმილი პროექტის შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა.

„ბოლო ოთხი წელი იყო არა მხოლოდ განვითარებისა და მშენებლობის, არამედ დიდი გამოწვევების პერიოდი. კორონავირუსმა მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. მან მძიმე დარტყმა მოგვაყენა – ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ასევე, დაზარალდა ყველა სექტორი. რასაკვირველია, ასეთ დროს მთავარი პრიორიტეტი უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ყველაზე დაუცველი ოჯახების დახმარება იყო და არის. ჩვენ ვნახეთ, როგორ გაერთიანდა კიდევ ერთხელ თბილისი ამ გამოწვევის დროს, როგორი სოლიდარულები ვიყავით ერთმანეთის მიმართ. პანდემიის ორი წელი გახდა შემაფერხებელი ბევრი პროექტის, რაც ასე სჭირდება თბილისს. თუმცა, გაძლევთ პირობას, რომ აუცილებლად შევასრულებთ ყველა დაპირებას და გამოვნახავთ ყველა რესურსს, რათა დაწყებული თუ ჩაფიქრებული პროექტები ბოლომდე მივიყვანოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში ჩართულობისკენ მოუწოდა.

„იცოდეთ, თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება თქვენზეც არის დამოკიდებული. ამ პროცესში, როგორც ყოველთვის, მთავარი ხართ თქვენ, თბილისელები. თქვენს აზრს, აქტიურობას, ჩართულობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მინდა, ვისურვო რომ ამ პროცესში არ ვიქნებით დაპირისპირებულები, არამედ ვიქნებით ერთიანები ჩვენი თბილისისთვის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved