საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე უკრაინის ჰიმნი იმღერა, რასაც ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„საცოდაობაა. ეს სუბიექტი იყო საქართველოს პრეზიდენტი. ამ ვიდეოს ერთმანეთს უზიარებენ დასავლელი დიპლომატები (ერთ-ერთმა გამომიგზავნა) და ღლიცინებენ. განსაკუთრებული საცოდაობაა მიშას ბრმა მიმდევრები და ადეპტები“ – წერს გია აბაშიძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარეობს.
კომენტარები