• რეკლამა
  • კონტაქტი
16:36, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამ უკაცრავად და ქვეშ***იობას, ვერ ვხვდები მართლა“ – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:38 01-26-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
133

პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” მიერ მიერ მიღებულ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტს აფასებს, სადაც რუსეთი და რუსული ოკუპაცია ნახსენები არ არის.

„უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას თუ იღებ, სადაც ლაპარაკია ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის დაუშვებლობაზე, სამხედრო აგრესიის საფრთხეზე და ა. შ., ამ კონტექსტში რუსეთის ფედერაციის ხსენებაზე უარის თქმა იმას ჰგავს, დედის გინების ნაცვლად კეთილებს რომ აგინებ ვინმეს და იმედი გაქვს, ისე ძალიან არ ეწყინებაო…..
მოკლედ, სრულიად ელემენტარული ქაჯობაა ეგ და როგორმე აუხსენით ეგ ჩვენი უმრავლეობის ბედოვლათ ლიდერებს, რათა იმათ აუხსნან ვისაც ჯერ არს, რომ პუტინი მასზე ყველა ვარიანტში გაბრაზდება, იმისდა მიუხედავად, იქნება რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია ნახსენები თუ არ იქნება. ჰოდა, რახან ხარჯი ნაქნარია, ბარემ ამ უაზრო ტაბუირებასაც შეეშვან……..

ოღონდ თუ მაინც გაჭედეს (გასაგებია რეალურად ვინც ჭედავს ამაზე, მაგრამ მრავლობით რიცხვს ვიხმარ მაინც), რაც პრინციში, მოსალოდნელია, მაშინ ტექსტში (რომელიც მე არ მინახავს და არ ვიცი) თუ ცალსახადაა იდენტიფიცირებული რუსეთისგან მომავალი საფრთხე და ასევე ცალსახადაა უკრაინის მხარდაჭერა გამოხატული, ვფიქრობ, ოპოზიციურმა ფრაქციებმა მაინც უნდა დაუჭირონ მხარი მის მიღებას, რადგან საპარლამენტო ფრაქციების ერთიანი პოზიციის დაფიქსირება ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია. თან ისიც არაა გამორიცხული, რომ ოცნება სპეციალურად აკეთებდეს ამას, რათა მერე იყვიროს, ოპოზიცია დესტრუქციულია, უკრაინა არ ენაღვლება და მხოლოდ რუსეთის პროვოცირება უნდაო და ა. შ. ჩვეულ ქოცურ სტილში……

.მოკლედ, რეზოლუცია არის ყველა ვარიანტში მისაღები, ამდენი გიშრომ-გიწვალიათ ბოლო-ბოლო. მერე კი შეგვიძლია რამდენჯერაც მოგვეხასიათება იმდენჯერ ვაგინოთ ხელისუფლებას ამგვარი სიმხდალისთვის……უფრო ისეთი ტექსტია, ორი მეგრელი რომ ჩხუბობდა 90-იანებში ერთ-ერთ თოქ-შოუში და ერთი ეუბნებოდა მეორეს: ბოდიში მომითხოვია და ნაძირალა ბრძანდებითო……თუმცა, პუტინს ესეც ეწყინება და რა აზრი აქვს ამ უკაცრავად და ქვეშა**იობას, ვერ ვხვდები მართლა……რეზოლუცია კი ყველა ვარიანტში მხარდასაჭერია კენჭისყრის დროს“ – წერს სოციალურ ქსელში ზურაბიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved