სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლექსო ლეკიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„რამდენიმე წლის წინ ბათუმში ხანძარი რომ იყო და სასტუმროში ხალხი გაიგუდა, მივიღეთ რამე ზომები და ყველა შენობას აქვს ხანძარსაწინააღმდეგო და საევაკუაციო სისტემები?
ამაშია საქმე. არც ახლა ვიზამთ რამეს. ისევ ისე იქნება ყველაფერი. იქნება სამძიმრები, გლოვა, ერთმანეთისა და ჟურნალისტების გინება… ორი დღეც არ იქნება გასული, რომ რომელიმე ბიძერი ან ბიძერის სიძე მუშებს აიყვანს სახლში და „ზალასა“ და „სპალნას“ გააერთიანებს – სტუმრიანობა რომ ექნება, მეტი ხალხი რომ დაატიოს და მეტს სცეს პატივი.
ჰოდა, ამიტომაც ვსხედვართ პატივში, ყელამდე და კიდევ დიდხანს ვისხდებით. P. S. კინაღამ დამავიწყდა – ამ უბედურების შემქმნელსაც მოუყომარებს საქმეს ვინმე ბიძერი, ან ანაფორაში გამოწყობილი ყოფილი ბიძერი – მიცვალებულებს ხომ ვერ გავაცოცხლებთ და ეს პატიოსანი კაცი რაღატომ გავწიროთ საციხედო”.
კომენტარები