• რეკლამა
  • კონტაქტი
15:20, ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ამ ცენტრის თანამშრომლები გააფრთხილეს, ან პროტესტში მიიღებთ მონაწილეობას, ან აქ იმუშავებთო” – სიმონ ჯანაშია

ალია ავტორი - ალია
15:04 11-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

განათლების ექსპერტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს:

,,გუშინ გამოცდების და შეფასების ცენტრიდან, აი იმ დაწესებულებიდან, 2005 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებს რომ ატარებს, რამდენიმე ათეული პროფესიონალი გაათავისუფლეს.

ამ ცენტრის საქმიანობა უამრავჯერ გამიკრიტიკებია ძირითადად იმის გამო, რომ უნივერსიტეტებში მიღების არსებული სისტემა ხელს უწყობს უთანასწორობის შენარჩუნებას განათლების სისტემაში. ვაკრიტიკებდი იმიტომ, რომ სასკოლო განათლება ზედმეტად კონცენტრირებული გახდა გამოცდების დაძლევაზე და შესაბამისად რეპეტიტორობა ძლიერდება.

მაგრამ, შეუძლებელია არ დააფასო ის, რომ  ამ ხალხმა შექმნა სისტემა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა კორუფცია განათლების სისტემაში, შემოიტანა ქვეყანაში ახალი ცოდნა ტესტების შექმნის, გამოცდების ადმინისტრირების და კვლევის მიმართულებით. ამ ხალხის წყალობით მეტი ვიცით მასწავლებლების და სკოლის დირექტორების კომპეტენციების შესახებ. ამ ადამიანების შრომის და ბრძოლის შედეგია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ტესტირებები მინიმალურად ექვემდებარებოდა პარტიულ კონიუნქტურას.

ცოტა ხნის წინ ამ ცენტრის თანამშრომლები გააფრთხილეს, ან პროტესტში მიიღებთ მონაწილეობას, ან აქ იმუშავებთო. რეალურად არჩევანი იყო, ან მოქალაქეობის უფლებებს, ღირსებას დათმობთ, ან ხელფასსო. ამ ხალხმა ღირსება არ დათმო, რისთვისაც დასაჯეს.

სოლიდარობა უსინდისო რეჟიმის მიერ რეპრესირებულ პროფესიონალებს!

ეს სიგიჟე უნდა დამთავრდეს!

28 ნოემბერს, თსუ-სთან ვიკრიბებით, რომ მარშით გავაპროტესტოთ არაადამიანური რეჟიმი.”

თეგები: სიმონ ჯანაშია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში

14:03 11-26-2025
დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში

14:50 11-25-2025
ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით
ახალი ამბები

ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით

14:22 11-25-2025
ახალი ფუნქციონალი – დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ახალი ფუნქციონალი – დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში

12:52 11-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved