საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაახლოებით 21.00 საათზე გაავრცელა ასეთი ინფორმაცია:
„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს
რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო
კერძოდ, სოფელ ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა
გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა“
ამ განცხადების მიუხედავად, რიკოთზე ისევ შეწყვეტილია მოძრაობა. სოციალურ ქსელებში მგზავრები, რომლებიც ამჟამად რიკოთის მიმდებარედ არიან, წერენ:
„ისევ ტალახიანი წყალი მორაკრაკებს და ნელნელა იზრდება, ამ წამს მოგვაბრუნა ფეხით მორბენალმა პატრულმა უკან, ტექსტით ,, კამიკაძეები ხო არ ხართ”ო
ეს გზა ისევ როდის გაიხსნება არავინ იცის და ამიტომ ვისაც გამოუვალი სიტუაცია აქვს საჩხერით წადით!

საავტომობილო გზების დეპარტამენტი იქნებ საპატრულო პოლიციას სთხოვოთ მაინც ეს ამდენუი გზააბნეული მაქნანა აღარ აწვალოს და გაუშვას რიკოთისკენ
დროს არ დაკარგავს ხალხი ! შიდა ქართლის საპატრულო პოლიცია“

„გზა კი არა , ტიპებმა სასაკლაო გააკეთეს .
იქნებ ვინმემ გაიხსენოთ,ძველი გზის დროსაც ,ასე იკეტებოდა რიკოთი?“
ფოტო- არქივიდან
კომენტარები