• რეკლამა
  • კონტაქტი
08:21, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამ ტელევიზიებს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი არ გაუშვან, ეს არის თვითნებობა და კანონდარღვევა – შალვა პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:11 10-06-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
304

იმისთვის, რომ არ იყოს სანქციები კანონს უნდა დაემორჩილოს ყველა. ცალსახაა, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ, რომ ქართული ოცნების საარჩევნო კლიპი არ გაუშვან, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის”, „ტვ პირველის” და „ფორმულას” გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის ეთერში არ გაშვებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს არის თვითნებობა და კანონის დარღვევა და აჩვენებს იმას, რომ არ სურთ თანაბარი საარჩევნო პირობების შექმნა.

„ეს არის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასტური მათი პარტიულობის შესახებ, ვინაიდან ისინი არათუ ამას როგორც დარღვევას ასახავენ, არამედ ახალისებენ და იწონებენ ამ დარღვევას. გავეცანი ამ ფაქტის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ შეფასებას .ეს ის ენჯეოები არიან, რომლებმაც 2020 წელს, 4 ნოემბერს ყალბი დასკვნა გამოაქვეყნეს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელშიც ისინი როგორც პარალელური დათვლის ყალბ შედეგებს იშველიებდნენ, თითქოს შედეგები გვიან გამოქვეყნდა, თითქოს უბნების 8%-ში იყო დისბალანსი და ამ ყალბი დასკვნის საფუძველზე მისცეს ოპოზიციას საბაბი რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის. ახლაც ვხედავთ, თუ საით მიდიან ეს ენჯეოები. ეს არის პირველი ყალბი დასკვნა ამ არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ყალბი დასკვნა გამოაქვეყნა, რითაც მოუწოდა, რომ ეს საარჩევნო რგოლი არ გაუშვან და დარღვევა გაამართლა. ეს აჩვენებს პირდაპირ რისთვის ემზადება ეს ე.წ. დამკვირვებელთა ჯგუფი ამ არჩევნების დროს და მოლოდინი არის, რომ 26-ში ან 27-ში იქნება იგივე სიყალბე. კანონის დარღვევა იწვევს შედეგს. იმისთვის, რომ არ იყოს სანქციები კანონს უნდა დაემორჩილოს ყველა. ცალსახაა, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ, რომ ქართული ოცნების საარჩევნო კლიპი არ გაუშვან. ეს არის თვითნებობა, რომელსაც სამი ტელევიზია ჩადის და ეს აჩვენებს იმას, რომ უნდათ არათანაბარი საარჩევნო პირობების შექმნა ქართული ოცნებისთვის. ჩვენ ვნახეთ როგორც ტელევიზიების, ისე ენჯეობის განცხადების საფუძვლად აღებული იყო არა საქართველოს კანონმდებლობა, არამედ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რაც არის იმის დასტური, რომ საგარეო ჩარევას არჩევნებზე აქვს მავნე შედეგი. კერძოდ: ევროკავშირის ელჩის განცხადებამ გამოიწვია ქართული ოცნების წინააღმდეგ კანონის დარღვევა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ამის გამართლება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved