• რეკლამა
  • კონტაქტი
20:48, ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ სტატიების რეკლამირებაში თანხაა გადახდილი – ტყუილია და რეალობა ესაა” – გლოვერების წერილი ხალხს

ალია ავტორი - ალია
14:50 02-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

სოციალურ ქსელში ვრცელდება „გლოვოს“ კურიერების მიერ შედგენილი განცხადება და ამბობენ, რომ ისინი მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას პასუხობენ. როგორც ჩანს, რამდენიმე მედიასაშუალებამ, არასწორად გაავრცელა ინფორმაცია მათი ანაზღაურების, ხარჯების და ბონუსების შესახებ. “ალია” მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

მოგესალმებით, ჩვენ ვართ „გლოვოს“ პარტნიორი კურიერები და გვინდა გამოვეხმაუროთ გარკვეული საიტების მიერ დაწერილ სრულ დეზინფორმაციას:

1) „როგორც გავარკვიეთ, კურიერების ანაზღაურება შესრულებული შეკვეთების რაოდენობასა და ნამუშევარ საათებზეა დამოკიდებული. სწორედ ამის მიხედვით ერიცხებათ მათ ფიქსირებული ანაზღაურება და ბონუსი. მაგალითად, ერთი კურიერი რომ ორი კვირის განმავლობაში დღეში 8 საათი დაუკავშირდეს აპლიკაციას და 100-100 შეკვეთა შეასრულოს და შემდეგი ორი კვირის განმავლობაში ბონუსზე გავიდეს, მისი თვიური გამომუშავება (თიფების გარეშე) 2500-3500 ლარის ფარგლებში იქნება“.

– ტყუილია. რეალობა კი ესაა: დღეში, მათი თქმით 8 საათი მუშაობა, კვირაში 56 საათია, გლოვერის საშუალო შემოსავალი საათში 4-6 ლარამდე მერყეობს (ხშირია შემთხვევები როდესაც 1 საათში 3 ლარს არ აღემატება შემოსავალი), გამოდის, რომ ორ კვირაში 560 ლარს არ აღემატება ჩვენი შემოსავალი, ხარჯი კი აქედან 250-350 ლარამდე მერყეობს (კვება, ტრანსპორტის ცვეთა, საწვავი და სხვა).

კილომეტრში ჩვენ ახლა გვიხდიან 30 თეთრს ხოლო 6 კილომეტრის შემდეგ გავლილზე გვემატება 55 თეთრი დაახლოებით ძველ ტარიფს, რომ გაუტოლდეს შემოსავალი, მინიმუმ 10 კმ-იანი შეკვეთაა საჭირო. ეს კი იშვიათი შემთხვევაა, ამას ემატება კილომეტრების მოპარვა, რასაც კვლავ აპლიკაციას აბრალებენ;

2) „აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამომუშავებულ თანხასთან ერთად, კურიერებს ყოველთვიურად საწვავის და ტრანსპორტის მომსახურების ხარჯები აქვთ, სკუტერზე საშუალოდ 300-400 ლარი ხოლო ავტომობილზე – 600-700 ლარი“.

– ტყუილია. რეალობა არის ის, რომ კურიერი 8 საათში საშუალოდ 120კმ-ს გადის, რაც საწვავის დღეში 2.5-5 ლიტრამდე ხარჯს გულისხმობს, შესაბამისად, მხოლოდ საწვავში საჭიროა 6-11 ლარამდე. მანქანიანი გლოვერები 150 კილომეტრს და მეტს გადიან 8 საათში, საშუალოდ 7-10 ლიტრამდეა ხარჯი, ანუ მათ დღეში 15-25 ლარამდე უწევთ გადაიხადონ მხოლოდ საწვავში. ეს ციფრები, რომ შევაჯამოთ თვეში მხოლოდ საწვავის ხარჯი 325-750 ლარამდე მერყეობს;

3) „დეტალურად ყოველკვირეული დამატებითი ბონუსები, გარდა უშუალოდ შეკვეთებზე ტარიფით გამომუშავებული თანხისა, ასე გამოიყურება:

მანქანისთვის ყოველ შესრულებულ 150 შეკვეთაზე ბონუსი 250 ლარია; მოპედისთვის ყოველ შესრულებულ 120 შეკვეთაზე 100 ლარი, ხოლო 180 შეკვეთაზე 350 ლარი“.

– ერთეულებისთვის განკუთვნილი ბონუსი, რომელზეც თუ თავს დააკლავ, მხოლოდ მაშინ გახვალ, დიახ ვაპროტესტებთ, რადგან აქ, მთელი რიგი გარემოებებისა ხელს გვიშლის ამის მიღწევაში: ერთი – ობიექტებზე ლოდინი; მეორე – ბოლო დღეს ვითომდა აპლიკაციის პრობლემა, რომლითაც თავს იმართლებენ და ცდილობენ ვერ მივაღწიოთ ამ შედეგამდე; მესამე – საათის უმიზეზო გაწითლებები; მეოთხე – უსაფუძვლო დაბლოკვები; მეხუთე – შეკვეთების ვითომდა არასაკმარისობა; მეექვსე – დაუსვენებლად შრომა, თუმცა ეს შრომა დანარჩენების ხარჯზე უშედეგოა.

ამ ყველაფრის უტყუარობას ვადასტურებთ და შეგვიძლია ფაქტების წარდგენაც, დაინტერესების შემთხვევაში.

აქვე, აღსანიშნავია, რომ ოჯახი არ არსებობს, რომელსაც გლოვერი ახლობელი არ ჰყავს: საკუთარი ძმა, ქმარი და ა. შ. უკვე დედები და დებიც.

თქვენ, მომხმარებლებო, თუ ხედავთ თქვენს გლოვერ მეზობელს, ან ახლობელს ვინმეს დაბადების დღეზე, ოჯახის წევრთან ერთად სასეირნოდ გასულს, ან უბრალოდ ეზოში დგას ბიჭებთან და საუბრობს. ჩათვალეთ, მათ უკვე გაუცდათ საათი და ვერანაირ ბონუსზე ვერ გავლენ. ვინც უამრავს შრომობს წვიმაში, ქარში, ყინვაში და სიცოცხლეს იგდებს საფრთხეში მათ უთვლიან ხელფას და 100 ლარიან ბონუსზე მაინც რომ გავიდნენ.

დიდი საფრთხის წინაშეც ვდგავართ ყოველდღე. ბონუსისთვის შეკვეთების რაოდენობაც კი მოუმატებიათ და ხელფასი დაუკლიათ!

სამწუხაროდ, ჩვენი პროტესტის შემდგომ სოციალური ქსელი აჭრელდა ბოტების გაზიარებული სტატიებით, თითქოს ძალიან მარტივად ჰქონდეთ გლოვერებს ხელფასი. რაც მთავარია, ამ სტატიების რეკლამირებაში თანხაა გადახდილი.

პანდემიის პირობებში მიტანის სერვისზე მოთხოვნა საგრძნობლადაა გაზრდილი და, ამის მიუხედავათ, ჩვენს ანაზღაურებას ამცირებენ, თუმცა მომხმარებელს იმაზე მეტს ართმევენ, ვიდრე აქამდე. დიახ, ვაპროტესტებთ, რადგან მათზე მეტი შრომა და რისკი გვაქვს და ამის ფონზე ლოგიკურია ჩვენი ეს ქმედება. ეს საქართველოა და არ შევეგუებით მონურ მოპყრობას, ვიბრძოლებთ ბოლომდე და ყველა ნახავს ჩვენ ერთიანობას.

თეგები: გლოვერები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved