• რეკლამა
  • კონტაქტი
00:36, პარასკევი, 30 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს პირადი ცხოვრებით შანტაჟი! ეს სიბინძურის და ამორალურობის მაჩვენებელია” – გიორგი გახარია

ალია ავტორი - ალია
17:33 08-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

გიორგი გახარიამ დღეს ოზურგეთში ახალი ოფისის გახსნის შემდგომ, მედიასთან თქვა:

„კატეგორიულად მიუღებელია, ჩვეულებრივი სიბინძურის და ამორალურობის მაჩვენებელია ჩემთვის, როდესაც მითხრეს, რომ ეს ჩანაწერები პირადი ცხოვრების რაღაც მომენტებით იყო გაჯერებული. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს პირადი ცხოვრებით შანტაჟი! რომელსაც ასევე ქართული ოცნება 2012 წლის დაწყებიდან ებრძოდა.
თუ გულისხმობთ იმ ჩანაწერებს, რომელიღაც ტელევიზიაზე რაც გაუშვეს, ამაზე თუ გინდათ სერიოზულად ვისაუბროთ, პირველ რიგში რა თქმა უნდა ამაში პირველი ვინც უნდა ჩაერთონ – საგამოძიებო ორგანოებია, რომლებმაც უნდა გვითხრან საერთოდ რა არის ეს.

მე ბევრ ადამიანს ვხვდები,  სხვათა შორის ოცნების დამფუძნებლებს, ოცნების ყოფილ წევრებს, რომლებიც ამბობენ, რომ რაც 2012 წელს ხდებოდა, ზუსტად იმავეს იმეორებს დღეს დღევანელი პარტიული ბოსების მიერ მართული ხელისუფლება.

რატომ  – უბრალოდ ეს შიშია. იცით როგორ დონემდე მიდიან – რიგით საჯარო მოხელეებს – სოფლის ექიმს, მეხანძრეს, უბრალო ადამიანებს, რომლებსაც მინიმალური ხელფასი აქვთ – იმის გამო , რომ ფეისბუქზე რაღაცა სიმპატია გამოხატეს მიდიან და ემუქრებიან სამსახურიდან გაგდებით ან მათი ოჯახის წევრების სამსახურიდან გაგდებით. ამორალურია ეს ყველაფერი, ამას  საერთოდ არანაირი კავშირი ღირსებასთან არ აქვს და ოცნება, რომელიც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა სამართლიანობის და ღირსების აღდგენის ძირითადი ლოზუნგით და მოტივით…სამწუხაროა და უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვისაც, რომ დღეს იმ მდგომარეობაშია ამ პარტიული ბოსების მართვის შედეგად, რომ იძულებულია იგივე ინსტრუმენტები გამოიყენოს და ზუსტად იგივე მეთოდი.“ – ამბობს გახარია. 

სხვათა შორის, ხშირ შემთხვევაში აშინებენ და სამსახურიდან აგდებენ იგივე ხალხს, რომლებსაც ამას უკეთებდნენ 2012 წელს. როგორ შეიძლება ეს შეაფასო –  თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ უკვე შევქმენით იურისტების და ადვოკატების სპეციალური ჯგუფი, რომლებიც ყოველ შემთხვევას განიხილავენ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სასამართლო სისტემა, ისეთი როგორიც გვაქვს – ადეკვატურად უპასუხებს ხელისუფლების მიერ ჩადენილ უმსგავსო მოქმედებებს, თუმცა თუ დაგვჭირდა, რა თქმა უნდა ჩვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღებასაც მივიპყრობთ იმასთან დაკავშირებით, როგორ იყენებს ხელისუფლება სახელმწიფო ინსტიტუტებს, განსაკუთრებით რეგიონში, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების დასადგენად.“

თეგები: გიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved