შალვა ნათელაშვილმა, რომელიც ფასილიტატორების ჩართულობით 6 საათიან მოლაპარაკებას ესწრებოდა, თქვა, რომ ის ითხოვს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მომდევნო შეხვედრას თავად ბიძინა ივანიშვილი დაესწროს.
“ვინაიდან ამ ქვეყანაში ბედისწერით და საუბედუროდ, ყველაფერს წყვეტს ერთი კაცი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, არა მისი პარტია, არა მისი პარტიის ლიდერები, არა თუნდაც ელჩები ან ოპოზიცია, ამიტომ მე მოვითხოვე მეოთხე რაუნდზე ივანიშვილი პირადად გამოცხადდეს და პირადად გაგვცეს პასუხი, რომელიც აქ წყდება.
ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანია დღეს როგორმე საკუთარი ტყავი გადაირჩინოს, როგორმე ეს პარლამენტი შეინარჩუნოს და მაქსიმალურად სხვა საკითხებზე წამოვა დათმობებზე…“
კომენტარები