• რეკლამა
  • კონტაქტი
19:12, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამ ყველაფრის უკან სამი ყოფილი ძალოვანი მინისტრი იდგა – მერაბიშვილი, კეზერაშვილი, შაშკინი…“

ალია ავტორი - ალია
19:13 11-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
732

ანი დვალიშვილი

ჰო… დაახლოებით ასე იყო ეს ამბავი – ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, მე პარტიის თავმჯდომარეობა არ მინდაო, მელიას ფლანგი მთლიანად ლევან ვარშალომიძეზე გადაერთო და საბოლოო ჯამში, „ხაბე დაითანხმეს“. სინამდვილეში კი, არც არავის „გაკერვა“ არ იყო საჭირო, იმთავითვე ცხადი გახდა, რომ ამ ყველაფრის უკან სამი ყოფილი ძალოვანი მინისტრი იდგა – მერაბიშვილი, კეზერაშვილი, შაშკინი. ოფიციალური, სატელევიზიო უარყოფის მიუხედავად, „ალიას“ მტკიცებით ფორმაში გვეწერა, რომ ორი ლევანიდან მელიას მეტოქე ერთი იქნებოდა და საბოლოოდ, ხაბეიშვილი შეირჩა. შეირჩა იმიტომ, რომ ვარშალომიძეს არ სურს აკეთოს ის, რისი გაკეთებაც ხაბეიშვილს მოუწევს.

ჯერ კიდევ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე მოვლენები არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. დავიწყოთ იმით, ვინ არის ნიკა მელია, საიდან მოვიდა ის და როგორ გახდა პარტიის თავმჯდომარე? მელია პარტიაში მისვლის დროს ანზორ მელიას ბიჭი იყო და მას სააკაშვილმა ქართული პოლიტიკის ამომავალი ვარსკვლავი უწოდა. ჰოდა, ეს ვარსკვლავი პარტიის თავმჯდომარე გახდა და მას ძველი ფრთა არ შეეწინააღმდეგა, ისინი, ვინც რეალურად სააკაშვილის მთავარი საყრდენები იყვნენ პარტიაში და მიშას შემდეგ მთავარი სიტყვა ეთქმოდათ. გავიდა დრო და მელიამ არამარტო დამოუკიდებლად დაიწყო გადაწყვეტილებების მიღება და რეგიონებშიც კი, საკუთარი გუნდის მშენებლობა დაიწყო. ეს არ მოეწონათ ძველებს, კონკრეტულად კი ლევან ვარშალომიძეს, ბადრი ბასიშვილს, დავით კირკიტაძესა და გიორგი ბოტკოველს. მათ ყველაფერი დალაგებული ჰქონდათ აჭარაში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და კახეთში. შესაბამისად, მელიას გუნდისთვის იქ ადგილი ვერ გამოიძებნა და ნიკამაც საკუთარი თანამდებობა გამოიყენა, „ძველების“ საახლობლო და სამეგობრო გვერდზე გაწია და გზა თავისი გუნდის წევრებს დაუთმო. სწორედ ამის შემდეგ აყვირდა ძველი გვარდია და მელიასთან დაპირისპირებამაც პიკს მიაღწია. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისში მუშტი-კრივიც კი გაიმართა, სააშკარაოზე ახლა გამოვიდა, რადგან დამალვას აზრი აღარ ჰქონდა, თორემ ჩხუბი მანამდეც მოხდა და მელიაზე დავით კირკიტაძემ გაიწია, ბასიშვილმა აგინა… ეს იყო დაახლოებით ნახევარი წლის წინ და მაშინ ძველები შეეცადნენ მელია თავისი ნებით წასულიყო, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან მას მხარი აკაკი მინაშვილმა და გია ბარამიძემ დაუჭირეს. ისინიც ძველი გვარდიის წარმომადგენლები არიან, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, ისინი არ არიან პარტიისთვის ხმების მომტანი, ამას სწორედ ზემოთ ჩამთვლილი ადამიანები აკეთებდნენ და ამიტომ, პრეტენზიებიც მათ ჰქონდათ.

ჰოდა, სწორედ ძველებმა შექმნეს „ახალი მელია“, პოლიტიკის ახალი ვარსკვლავი, ლევან ხაბეიშვილი, კაცი, რომელსაც ზურგს არც მამის სახელი უმაგრებს და თავმჯდომარეობას სწორედ მას მიართმევენ ლანგრით. ძველების გათვლით, ხაბეიშვილი, მელისგან განსხვავებით, კონტროლიდან არ უნდა გავიდეს, მას არ უნდა გაუჩნდეს იგივე ამბიციები, როგორიც მელიას და რაც მთავარია, მან უნდა გაითვალისწინოს სწორედ ამ ადამიანების აზრი, პარტიის თავმჯდომარე ფორმალურად იყოს, რეალურად კი აკეთოს ის, რასაც ძველები ეტყვიან. ძველებში იმავე მინაშვილსა და ბარამიძესაც ვგულისხმობთ, რადგან მათ არც ხაბეიშვილი შეეხება და არც ძველი მეგობრები ეტყვიან, გვერდით გაიწიეო. მეტიც, როცა ხაბეიშვილმა დაიჯერა, რომ პარტიის თავმჯდომარეობაზე მის კანდიდატურას აყენებდნენ, მეორე დღეს კლასიკურად ჩაცმული დაენახა კამერებს, მოკლე ლაბადა, თეთრი პერანგი… როგორც ნაცმოს წევრები გვიყვებიან, ამის გამო ის გააკრიტიკეს და უთხრეს, რომ ისეთივე უნდა დარჩეს, როგორსაც ხალხი იცნობს და ახლა, ხაბეიშვილი რეგიონებში კვლავ მაისურითა და მოკლე ქურთუკით დადის და ცდილობს, აქტივს საკუთარი უპირატესობის შესახებ ესაუბროს, მაგრამ ეს აქტივი გააკეთებს იმას, რასაც ეტყვიან კირკიტაძე, ბასიშვილი, ვარშალომიძე, ბოტკოველი… ანუ, მელიას რეალურად შანსი არ აქვს, რადგან მხოლოდ თბილისის იმედზე ყოფნა, არასერიოზულია. ეს არის ის, რაც დღეს ნაციონალურ მოძრაობში ხდება და… ისიც გვითხრეს, ნიკა რომ დარწმუნდება, არჩევნებს უეჭველად აგებს, კანდიდატურას მოხსნის და არამარტო პარტიიდან, პოლიტიკიდანაც კი წავაო. ანუ, ის ხაბეიშვილის სასარგებლოდ კი არ მოხსნის კანდიდატურას, არამედ იტყვის, რომ მიდის და ახალ შემადგენლობას ხელს არ შეუშლის. ეს არ იქნება მარცხი, რადგან არჩევნები არ ჩატარდება და არავის ეცოდინება, რა მოხდებოდა რეალურად, თუმცა აქამდე მელია ჯერ უნდა მივდეს, ან… ან უნდა მიიყვანონ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved