• რეკლამა
  • კონტაქტი
05:09, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ ყველაფერის გათვალისწინებით, შესაძლებელია, რუსეთი შემოიჭრას საქართველოში!” – ვახტანგ მაისაია

ალია ავტორი - ალია
21:58 02-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

ლევან ჯავახიშვილი

“ალიას” ესაუბრება ანალიტიკოსი სამხედრო სფეროში, ვახტანგ მაისაია.

– თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, არსებობს იმის საფრთხე, რომ პარალელურად საქართველოშიც შემოიჭრას?

– იმედი მაქვს, ეს არ მოხდება, მაგრამ ალბათობა მაღალია. ნახეთ, იმ მთავარ 3 პუნქტიან ულტიმატუმში, რომელიც რუსეთმა დასავლეთს წაუყენა, ფიგურირებს საქართველო. ანუ, რუსეთი მოითხოვს, რომ საქართველო არ გაწევრიანდეს ნატო-ში და ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს ან მისი რომელიმე წევრი ქვეყნის სამხედრო ინფრასტრუქტურის არ განთავსებას. მეორეც, როგორც უკრაინას, ჩვენც გვიწერია კონსტიტუციაში, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება. ეს პუნქტები კონსტიტუციაში არავის შეუცვლია და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი კონსოლიდირებულია, რომ ეს მოხდეს. გამოდის, რის გამოც უკრაინაში ატყდა მთელი ეს აურზაური, ამაში ჩვენც მოვიაზრებით. შესაბამისად, ამის გარდა, ლაპარაკია შავი ზღვის აკვატორიის კონტროლზე, რაც რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ქვაკუთხედია და აქ ჩვენც ვართ. არ დაგავიწყდეთ, რომ  ჩვენს და რუსეთს შორის არ არის შეწყვეტილი  საომარი მოქმედებები, მხოლოდ დაზავებითი შეთანხმება არსებობს. ჩვენ რუსეთთან დღესაც ომის მდგომარეობაში ვართ. ამ ყველაფერის გათვალისწინებით, შესაძლებელია, რუსეთი შემოიჭრას საქართველოში.

– ღმერთმა ნუ ქნას და დავუშვათ, ეს მართლა მოხდა, რა სცენარი განვითარდება?

– პირდაპირ და მოკლედ გეტყვით. 2008 წლის აგვისტოს ომის დროინდელი ვითარებისგან განსხვავებით, სამწუხაროდ, კრემლს უკვე გააჩნია საქართველოში პოლიტიკური ბაზისი. არ ვაკონკრეტებ, ვინ არიან. შესაბამისად, ხელისუფლების ჩანაცვლების პერსპექტივაც გააჩნია რუსეთს. მოდით, აქ შევჩერდეთ და ამ საკითხზე მეტი კონკრეტიკისგან ამჯერად თავს შევიკავებ.

“დასავლეთს ძალიან გვიან გაახსენდა უკრაინა… პირდაპირ გეტყვით, უკრაინასთან ომი არ იქნება იოლი, კარგად იციან რუსებმა, უკრაინელი თუ გაჯიუტდა, ტოლს არ დაუდებს რუს მებრძოლს” – ვახტანგ მაისაია
თეგები: ვახტანგ მაისაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved