• რეკლამა
  • კონტაქტი
00:25, ორშაბათი, 9 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

‘ამ პუტინს რაღა დაემართა, ასე როგორ დაგოიმდა?” – ალეკო შუღლაძე

ალია ავტორი - ალია
22:02 05-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
674

მწერალი, ალეკო შუღლაძე:

გუშინ თამარაშვილზე მოვსეირნობდი, როცა ძალიან საყვარელი 7 ქუჩის ძაღლი ერთ ახალგაზრდას გამოეკიდა დასაგლეჯად და ისიც შეშინებული ჩემკენ გამოიქცა. სხვა რა დამრჩენოდა, მეც მოვკურცხლე, ბენზინგასამართის მარკეტში შევვარდი და მაგიდას მივუჯექი. არ ვიცი, ეგეთი რა გამოიყო ჩემს ორგანიზმში, მაგრამ დიფ სტეიტზე დავიწყე ფიქრი, რაც არ უნდა დამჯდომოდა, მათი ვინაობა უნდა ამომეცნო.

რადგან ტრამპი დღეგამოშვებით აპირებდა მათთან ბრძოლას, – გამოდის, რომ ამერიკელები ვერ იქნებოდნენ. არც ახლო აღმოსავლეთის ისლამური დაჯგუფება ჰგავდა დიფ სტეიტს, რადგან მაშინ ისრაელს მოაჯენდნენ თავის ადგილზე, თავს კი არ დააბომბინებდნენ. იქნებ ჩრდილოეთ კორეა? არა, მანდ ერთი ჩვენი კარგი აგენტი-მოგზაური იყო შეგზავნილი ცოტა ხნის წინ და გვეტყოდა, რამე რომ შეემჩნია. აფრიკაც გამორიცხულია, მანდ ისეთი ქვეყნებია და ისე ცხელა, რომ ეგეთ რამეს ვერ მოიფიქრებდნენ.

თითქოს ევროპა რჩება, მაგრამ მაგრამ ვერც ეგ ვერ იქნება. ჩვენი მთავრობა 2030-ში აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებას და აბსურდი გამოდის, ომის პარტიაში ხომ ვერ გავწევრიანდებით. თუ ევროპა არ არის, გამოდის არც „ნატოა“ ომის პარტია. ვერც უკრაინა და ვერც რუსეთი дипстейт-ები ვერ იქნებიან, რადგან თავად არიან ჩათრეულნი ომში.

მივხვდი, ერთი რომელიმე ქვეყანა კი არა, არამედ დიფ სტეიტი ბოროტი ადამიანების ჯგუფია, რომელიც სადღაც იმალება. თან ისეთ ადგილზე იმალება, რომ ვერც ამერიკა პოულობს და ვერც რუსეთი. მე ვფიქრობ, რომ ქართველებმა იციან, მაგრამ რატომღაც არ ამჟღავნებენ. უცბად, ჩემი მეზობელი უშანგი გამახსენდა, – ისე დამაჯერებლად ბაზრობს, რომ მაგან უნდა იცოდეს. FBI -ს ადგილზე მე მაგას დავკითხავდი.

თუ ამერიკა და რუსეთი ვერ პოულობს, ესე იგი, ძალიან სხვაგან იმალებიან, მაგალითად ანტარქტიდაზე. არა, ეს ფილმის „მცველების“ სიუჟეტს ჰგავს რაღაცით… ხომ გახსოვთ, ყოვლის შემძლე ლურჯი კაცი სხვა პლანეტაზე რომ დაგაზავს.

იქნებ მასონები არიან? მაგრამ მე ვიცნობ ერთ მასონს და ეგ რომ ვკითხე, იმან მითხრა: „შენ შიგ ხომ…“ ესე იგი ეგეც გამორიცხულია.

ვის უნდა უნდოდეს 7 მილიარდი ადამიანიდან 6 მილიარდის მოსპობა? თანოსი იყო ეგეთი და ისიც მხოლოდ ნახევარი კაცობრიობის განადგურებაზე ფიქრობდა და შურისმაძიებლებმა თავი მიუჭეჭყეს.

აღმოჩნდა, რომ ბოროტ ადამიანთა მოუხელთებელი ჯგუფი, რომელიც კაცობრიობის 90 % განადგურებას აპირებს და რომელიც ასე საოცრად იმალება, იმავდროულად ბრიყვულად იქცევა და უკრაინით იწყებს და მერე 4 მილიონი კინკილა ქართველის მიყოლებას აპირებს. ეგრე როდის მორჩება? წადი რა ბრაზილიას დაცხე ანდა პაკისტანს. დიფ სტეიტის ადგილზე მე სულაც ინდოეთსა და ჩინეთს გადავკიდებდი ერთმანეთს, მაგრამ ეტყობა საბჭოში სირები უზით.

თან ეს ყველაფერი ვიცით და მაინც ვტყუვდებით. ამ პუტინს რაღა დაემართა, ასე როგორ დაგოიმდა?

– დიფ სტეიტი სირიკოების გუნდია, – ვუთხარი მარკეტის მენეჯერს.
– თან არც არსებობენ, – თავი დამიქნია მენეჯერმა.

ამ დროს კარი გაიღო და მარკეტში დაგლეჯილი ბიჭი შემოღოღდა იდაყვებით.

– არ შეგეშინდეს, არ იკბინებიანო და ნახეთ, რა მიქნეს, – ჩაილაპარაკა საწყალმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 02-08-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved