• რეკლამა
  • კონტაქტი
18:11, პარასკევი, 13 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამ პოლიტიკანს დაავიწყდა რომ სულ „მთლად“ პუტინს აღუთქვა 2018 წელს „უბლოკო“ სტატუსი საქართველოსთვის”– ბურჯანაძეს მის მიერ გაკეთებული პრორუსული განცხადებები შეახსენეს

ალია ავტორი - ალია
15:48 04-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
439

 საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს მის მიერ გაკეთებული პრორუსული განცხადებები შეახსენეს:  

„ამ პოლიტიკანს დაავიწყდა რომ სულ „მთლად“ პუტინს აღუთქვა 2018 წელს „უბლოკო“ სტატუსი საქართველოსთვის.

ჰოდა ახალგაზრდებს ამ ტიპის პოლიტიკანებმა რომ არ მოუწოდონ აჯობებს. იციან ახალგაზრდებმა და აჩვენეს კიდეც უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე, რომ მაგრები არიან, ბევრნი იყვნენ, გამოვიდნენ, გამოვლენ და ზუსტად იციან სად და როდის“, – აცხადებს დეპუტატი თაკო ჩარკვიანი.

ბურჯანაძეს დღეს 2015 წელს გაკეთებული განცხადებაც გაახსენეს, სადაც ის ოკუპირებულ ყირიმს რუსეთის შემადგენელ ნაწილად აცხადებდა.

ჟურნალისტის კითხვას, თუ ის პრეზიდენტი გახდება, აღიარებს თუ არა ყირიმს რუსეთის ტერიტორიად, ბურჯანაძემ უპასუხა: „ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. ეს შეუქცევადი პროცესია”.

ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად „პოროშენკოს გადაწყვეტილება არ ყოფილა”.

„ვფიქრობ, ეს ამერიკული პროექტის ნაწილია – რაც ბოლომდე ვერ მიიყვანეს საქართველოში, უნდა განახორციელონ უკრაინაში. დასავლეთში მოქმედებს პრინციპი: თუ პრორუსი ხარ, შენი მოკვლა და დაპატიმრება შეიძლება, ნამცხვრებით არავინ გაგიმასპინძლდება. თუ რუსეთს აგინებ, შენთვის ყველაფერი შეიძლება. ყოველთვის მწამდა ევროპული ღირებულებების, მაგრამ როდესაც ჩვენ სააკაშვილის წინააღმდეგ დემონსტრაციებს ვატარებდით, დასავლეთმა ის დაიცვა, ამერიკის ელჩმა დემონსტრაციის დარბევას მწვანე შუქი აუნთო. და როცა ქალბატონი ნულანდი მაიდანზე ნამცხვრებით დავინახე, ეს ამაზრზენი იყო“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

თეგები: ნინო ბურჯანაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved