„აი იას“ წევრი, ვატო შაქარიშვილი:
„ირაკლი ღარიბაშვილი არის იმ ერთეული ლიდერების რიგში, ვინც უმაღლესი ტრიბუნებიდან მკაფიოდ ლაპარაკობს მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე. მოურიდებლად ამბობს სიმართლეს, რომ სამწუხაროდ ვერ ვხედავთ საკმარის ძალისხმევას ომის დაუყოვნებლივ დასასრულებლად (ამის ნათელი დადასტურებაა G7-ის უკანასკნელი სამიტი).
გარდა იმისა, რომ პრემიერი იცავს საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, ის ზედმიწევნით ადეკვატურად აფასებს შექმნილი ვითარების სიმძიმეს და სამომავლოდ კიდევ უფრო რთულ პერსპექტივებს, რაც არამარტო საქართველოსთვის წარმოადგენს საფრთხეს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. საერთაშორისო კონფერენციების თუ სხვა მნიშვნელოვანი პლატფორმებიდან გაკეთებული მსგავსი განცხადებებით, მკაფიო პოზიციაზე თანმიმდევრულად და მყარად ყოფნით, ღარიბაშვილი უპირისპირდება ომის გახანგრძლივების და მისი მასშტაბების გაზრდის მსურველ ძალებს – გლობალური ომის პარტიას! ეს არის ძალიან დიდი ვაჟკაცობა, ითხოვს დიდ გამბედაობას და თავგანწირვას. ამ პიროვნებებით და ლიდერებით ღატაკ დროებაში ძალიან საამაყოა ასეთი კაცი რომ წარმოადგენს საქართველოს!“
კომენტარები