• რეკლამა
  • კონტაქტი
07:15, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამ პირბადეებში ტყუილად ყრით ფულს… აფთიაქებო, ფული გააკეთეთ შამპუნით და არა პირბადით – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
03:01 12-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში, სკანდალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს:

ევროკავშირში არის სკანდარტი, რომელიც გეუბნება, სამედიცინო პირბადეა მხოლოდ და მხოლოდ ის, რომელიც აკმაყოფილებს EN14683 – ეს არის სამედიცინო პირბადე,

თუ ვინმე მისმენთ, ჟურნალისტები, ბლოგერები, მოქალაქეები, მიწერეთ თქვენ დეპუტატებს, ვინც აირჩიეთ, პოლიტიკოსებს მიწერეთ, პირბადე მინდა 15 თეთრადთქო, ეს ძალიან მარტივია  – ტილოს პირბადე კი არა, მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადე. სხვა ყველა პირბადე უნდა იყოს აკრძალული. ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი, ფულის კეთება სიცოცხლით როგორ შეიძლება? ფარმაკომპანიებო, აფთიაქებო, გეყოთ ფულის კეთება, ფული გააკეთეთ შამპუნის ფასით, პირბადე უნდა იყოს 15 თეთრად. 1 პირბადის თვითღირებულება არის 13 თეთრი, სუფსიდირებაც რომ გააკეთოთ და ამ საახალწლოდ ის სამი თეთრიც დააკლოთ და 10 თეთრი ღირდეს, არც ეს იქნებოდა ცუდი. ეს არის ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა. არანაირი პოლიტიკური და ბიზნესინტერესი არა მაქვს, არავის წინააღმდეგი არა ვარ, მეც შემიძლია, დავუშვა შეცდომა, ყველამ შეიძლება დაუშვას შეცდომა – გასაგებია, მერე აღიარე, ბოდიში, შემეშალა, მაგრამ, როცა ჯიუტად უარჰყოფ ამ შეცდომას, მერე უკვე მებადება კითხვა – ალბათ, დაინტერესებული ხარ! მაჩვენე, რომ, არა ხარ დიანტერესებული, გააუქმეთ ის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შეიძლება შემოტანა და გაყიდვა სამედიცინო და არასამედიცინო პირბადისაც.

აი, მე ვარ მოქალაქე, ვარ, დავუშვათ, ბებო მარო ხულოდან, რა ვიცი მე ის პირბადე სამედიცინოა, რა ნომერია, რა ვიცი? არ ვიცი. უნდა იყოს ერთი სტანდარტი.

ეს მრავალჯერადი და ფილტრიანი პირბადეები ნაგავია, ტყუილად იხდით ფულს! პირბადე უნდა იყოს სამედიცინო და უნდა გეკეთოთ სამი საათი, სამი საათის მერე უნდა გადააგდოთ, აზრი არა აქვს მერე!

არ შეიძლება 13 თეთრიანი პირბადე იყიდებოდეს 1 ლარად. არ შეიძლება არასამედიცინო პირბადე იყოს შეტანილი საავადმყოფოში, დანაშაულია ეს! დღეში რომ 50-მდე ადამიანი კვდება, რის გამო? ამის გამო, ხარისხის გამო. ჯანდაცვაში ყველაფერი ხარისხია და არა რაოდენობა, რაოდენობა არის კარტოფილი! მირჩევნია საქართელოში იყოს 20 საავადმყოფო და არა 500 კანტორა! სომალიდან დაწყებული, ჟენევით დამთავრებული, ყველგან მიმუშავია, საქართველოშიც ვმუშაობდი და ვიცი, რასაც ვამბობ.

როგორ შეიძლება წამლის მწარმოებელს ჰქონდეს თავისი აფთიაქი, თავისი კლინიკა და კიდევ სამედიცინო დაზღვევა – მსოფლიოში არსად არ არის ეს მოდელი, მხოლოდ საქართველოშია. მიუღებელი მოდელია ეს! პირველი რეფორმა, რაც სჭირდება ჯანდაცვას, არის ანტიმონოპოლია და ყველაფრის დაშლა. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობა არის ძალიან მთავარი. აპრილამდე თავი უნდა გავიტანოთ, მაისში ჩაცხრება მეტ-ნაკლებად. ვირუსი არსად წავა, ჩვენთან ერთად იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შემსუბუქდება. ერთი კვირა ვითათბიროთო და სათათბირო აქ რა არის? ომში ხარ, ჯარი შემოდის – რა უნდა ითათბირო? გადაწყვეტილება უნდა იყოს მყისიერი. ახალი მთავრობაო – რა ახალი მთავრობა, იგივე რჩება, რატომ ვიტყუებთ თავს? დამთავრდა ეს მთავრობანა, საქმეზე გადადით. იმან ეს თქვა, იმან ილაპარაკა, იმან დაიპუტა, სულ პოლიტიკაა ტელევიზორში, სულ არ მაინტერესებს ეს პოლიტიკა, ხალხი კვდება, ექიმები კვდება საავადმყოფოში!

გავიმეორებ, არანაირი პოლიტიკური, ეკონომიკური და ფარმაინტერესი არა მაქვს არც საქართელოში და არც მსოფლიოში – გთხოვთ, მოვითხოვოთ ყველა პლატფორმაზე – ყველამ დავწეროთ, გვინდა სამედიცინო პირბადე 15 თეთრად! 13 თეთრია კარგი ხარისსხის სამედიცინო პირბადის თვითღირებულება, გაყიდეთ 15 თეთრად – ვისაც არა აქვს საშუალება, დაურიგეთ, სუბსიდირება გაუკეთეთ, ამდენი მილიონია შემოსული, რაზე ვლაპარაკობთ? დიდი კომპანიები რომ ხართ, „კარფური“, „გუდვილი“, თქვენ ხომ რაოდენობაზე მუშაობთ, თქვენც ხომ შეიძლება იყიდოთ, გაყიდეთ ბოლოს და ბოლოს ხელმისაწვდომ ფასად, 15 თეთრად.

ადამიანს პირბადე უნდა ეკეთოს 3 საათი, მხოლოდ 3 საათი, მერე ის პირბადე საშიშია! მრავალჯერადი პიორბადეები ამ პანდემიას არ შველის! თავიდან არ ვიცოდით, არც გვქონდა პირბადე, მორჩა, გვაქვს, საქართველოში მზადდება, ნუ შემოგვაქვს ჩინეთიდან ნაგავი, თუ შემოიტანთ, კარგი შემოიტანეთ. ევროპა აღარ უშვებს ნაგავს ევროპაში, დამთავრდა – აპრილში, კი, შემოდიოდა.

მე მაინც მჯერა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, ძალა ერთობაშია. რომ მიხვალ აფთიაქში, იკითხე, ეს რა პირბადეა? თუ ნაგავია არ იყიდო… ის გამყიდველიც მეცოდება იმ აფთიაქში, ისიც არაფერ შუაშია, მფლობელებზე მაქვს საუბარი, ვისაც ეს ნაგავი შემოაქვს, თორემ, ის ადამიანი, რომელიც მუშაობს აფთიაქში, იმასაც ჰგონია, რომ კარგ რაღაცას ჰყიდის… ყველა მომხმარებელმა უნდა თქვას, მე არ მინდა ეს პირბადე და მინდა კარგი პირბადე – სხვა პირბადე გინდა გკეთებია და გინდა არა.”

თეგები: გიორგი ფხაკაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს  ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

16:14 12-18-2025
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა

15:41 12-18-2025
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
ახალი ამბები

მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში

13:34 12-18-2025
“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

12:39 12-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved