• რეკლამა
  • კონტაქტი
01:08, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ამ ფიქრებსა და ბრაზში ვარ, ცაში აფრენილ ვერტმფრენს ვუყურებ და სულ რაღაც წუთებში ეს ვერტმფრენი კლდეს ეჯახება…” – რას იხსენებს ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:36 07-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,901

,,პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი იხსენებს:

,,საშინელი ტრაგედია მოხდა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. ვუსამძიმრებ თითოეულ თქვენგანს. შეძრული და დამწუხრებულნი ვართ.

გუდაურში სამაშველო ვერტმფრენის კატასტროფამ ჩემთვის 1993 წლის სექტემბრის ტრაგედია გააცოცხლა.
სოხუმი დაეცა. ათასობით დევნილი ფეხით მოდის ჭუბერის გზაზე.

სოფელ ჭუბერიდან საკენისკენ ვერტმფერნი უნდა გაფრენილიყო, რომელიც მგზავრებით (დევნილები- ჯარისკაცები) და ფქვილის ტომრებით დაიტვირთა. მგზავრებს შორის ჩვენი ოპერატორი გრიშკა დოგოპოლოვი იყო, რომელიც მასალას “საღამო მშვიდობისას” სპეციალური გამოშვებისთვის იღებდა. არასდროს დამავიწყდება მისი სახე. ფანჯარასთან იჯდა, ფქვილის ტომარაზე. მუხლებზე კამერა ედო. ციოდა და ნიკაპი ქურთუკის საყელოში ჰქონდა დამალული. დევნილების რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ყველას ერთი ვერტმფრენი ვერ დაიტევდა. ფეხის დასადგამი ადგილიც აღარ იყო დარჩენილი. ჯერ საკენში ფქვილი უნდა დაეტოვებინათ და მერე უნდა გაფრენილიყვნენ კოპიტნარში. ვეტენები ამ ვერტმფრენის შესასვლელში, თითქმის შევედი. მიხარია, საკენში კიდევ ერთხელ ავალ და ახალ კადრებს, ახალ დოკუმენტურ მასალას გადავიღებ და უცბად… კარებში ალეკო ჯაფარიძე მაჩერებს, ადგილობრივი… კარგზე კარგი კაცი. “ვერ ხედავ, აქ შენი ადგილი არაა, ჩადი, ჩადიიიი, სიცოცხლე არ გინდა?!”,- ხელით მიბიძგა და კარს ჩამომაშორა. დაიწყო ბზრიალი ვერტმფრენის პროპელერმა, ქარია, მტვერია, ხმაურია… თან, ბრაზი მახრჩობს, რომ ვერტმფრენში ვერ მოვხვდი და თან, იმედი მაქვს, სხვა მოფრინდება… ამ ფიქრებსა და ბრაზში ვარ, მოჭუტული თვალებიდან ცაში აფრენილ ვერტმფრენს ვუყურებ და სულ რაღაც წუთებში ეს ვერტმფრენი კლდეს ეჯახება… ისეთი შემზარავი ხმაა. მერე- ცეცხლი. მერე- შავი კვამლი. მერე… ყველა მგზავრის და ჯარისკაცის სახე მაქვს თვალებში. ალეკოს სახე. გრიშკას სახე. “სიცოცხლე არ გინდა? უნდა იცოცხლო, პატარა ხარ”,- ალეკოს ხმა… ვდგავარ მინდორში, ჭუბერში. ვუყურებ შავ კვამლს. ბებო მომენატრა უცბად. მაინც და მაინც ბებო მომენატრა.

ღმერთმა სამოთხეში დაამკვიდროს დღეს გარდაცვლილთა სულები! ღმერთმა სამოთხეში დაამკვიდროს მათი სულები, ვინც ჭუბერში ვერტმფრენის აფეთქებისას დაიღუპა.”

თეგები: ირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved