პარლამენტარი, რომან გოცირიძე:
„საქართველოს პირველ პარლამენტში, რომელსაც უზენაესი საბჭო ერქვა, ფრაქცია გვქონდა, სახელად “დემოკრატიული ცენტრი”. ამ ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა (გვარს არ დავასახელებ) ერთი სერიოზული აღმოჩენა გააკეთა-ამ პარლამენტში თხუთმეტი გიჟიაო. არაო, ნოდარ ნათაძემ, თექვსმეტიაო. დაიწყო ჩვენი ფრაქციის ამ წევრმა გულში ხელახლა გადათვლა, ხელის თითებსაც იშველიებდა. არა, ბატონო ნოდარ, თხუთმეტიაო. ოთახიდან რომ გავიდა, ბატონმა ნოდარმა ჩაილაპარაკა, თექვსმეტია, საკუთარი თავი არ მიათვალაო.
არ ვიცი, რამ გამახსენა ოცდაათი წლის წინანდელი ეს ისტორია. შეიძლება იმან, რომ ყოველი მოწვევის პარლამენტს თავისი სულელები ჰყავდა(”გიჟს” არასდროს ვიყენებ). ამ პარლამენტის “წევრების” დათვლა თქვენთვის მომინდია.“
კომენტარები