საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი პარლამენტის პირველ სასესიო სხდომას, სადაც მხოლოდ “ოცნება” წარმოდგენილი, აფასებს და ამბობს:
ეს არის ოკუპაციის ფორმა. ანუ საოკუპაციო რეჟიმი ატარებს თავის სხდომას. ეს არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის სხდომა და დემოკრატიის და საერთაშორისო თანამეგობრობის კონტექსტში ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია. ჩვენი როლი არის იმაში, რომ ეს ბოლომდე არ მივიღოთ და ძალიან მტკიცე, დაუღალავი ბრძოლით მთელმა საზოგადოებამ ბოლომდე შეაქციოს ზურგი მათ ცრუ ვითომ საკანონმდებლო საქმიანობას და სრული დაუმორჩილებლობით გავუშვათ ესენი მშვიდობიანად საქართველოს ოკუპაციიდან.
ამ პარლამენტის არჩეული პრეზიდენტი იქნება მხოლოდ „ნამესტნიკი“. ის იქნება კრემლის „ნამესტნიკი“ და ვერ იქნება საქართველოს პრეზიდენტი.
კომენტარები