• რეკლამა
  • კონტაქტი
11:37, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამ ორი კვირის მანძილზე, მე მოვისმინე და ავიტანე ყოველგვარი სიბინძურე და ცილისწამება, დაგეგმილი და მოულოდნელი“ – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
11:12 03-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
528

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„დილა მშვიდობისა. დღეს ორშაბათია. ამ ორი კვირის მანძილზე, მე მოვისმინე და ავიტანე ყოველგვარი სიბინძურე და ცილისწამება, დაგეგმილი და მოულოდნელი, სრულიად სხვადასხვა წრიდან. ყველა ტალახი იყო უსაბუთო და გამიზნული იმისთვის, რომ ფეხზე ძლივს წამომდგარი, ისევ წავქცეულიყავი და სულ მცირე – კვლავ თვეობით გაუქმებულიყო ჩემი ცხოვრება.
ცხადად ვხედავდი, როგორ იოლად გადავიქეცი ზოგი ჯგუფისთვის და მედიისთვის, მხოლოდ სწორი სიტყვებისა და საქმის გამო, ორ კვირაში, მისაბაძი ქართველიდან უმსგავსოდ და ყველაფრის ჩამდენად. როგორ ჩაიგუბეს პირში წყალი ვიწრო შიშების გამო მეგობრებმა და როგორ მიცავდნენ სრულიად უცხო ადამიანები. ვიდექი მტკიცედ და მგონი რომ ღირსეულად. ვცემდი პასუხებს, ხან მცირე ირონიით, ხან ვრცლად და სერიოზულად, ხან ღელვით – არ გამილანძღავს არავინ და თითიც არავისკენ გამიშვერია.
თუმცა ესეც ითქვას – ამ ნიაღვრის საპირწონედ იყო გაცილებით დიდი და სუფთა მდინარე – ათიათასობით ადამიანის ყოველდღიური წერილი, საოცარი მხარდაჭერითა და სიყვარულით სავსე, მათიც – ვისგანაც საერთოდ არ ან უკანასკნელად ველოდი.
მე არ ვარ შურისმაძიებელი ადამიანი. გაივლის დრო და ის ხალხი, ვინც ამ დღეებში ყველაფერი იკადრა, ნელ-ნელა ისევ დაბრუნდება ჩემთან, ზოგი ბოდიშით, ზოგი არშემჩნევით და არც მე შევიმჩნევ – ისევ გავუწვდი ხელს და ღიმილიანი დუმილით ვეტყვი, რომ ადამიანად ყოფნის უპირატესობა, ფერისცვალების უნარს ეფუძნება. რომ მე და თქვენ შეგვიძლია გადავლახოთ წარსული, გავუმჯობესდეთ და ვაპატიოთ ერთმანეთს – რომ მე ამისთვის მზად ვარ. მანამდე კი საქმეებს შევუდგები. ადვილია? – არა. მაგრამ თქვენგან ნაჩუქარი ძალა და სურვილები შემაძლებინებს. ეს დღეები მართლა შესაძლებლობის ზღვარზე ვიარე და ყველას ბოდიში, თუკი უნებლიედ რამე ვაწყენინე და ყველას მადლობა, ვინც ერთი მართალი სიტყვა გაიმეტა ჩემთვის.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved