• რეკლამა
  • კონტაქტი
12:56, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ ნაბიჯის გადადგმა დღეს საქართველოს სჭირდება და არა უკრაინას” – ლევან იოსელიანი

ალია ავტორი - ალია
11:45 04-12-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
197

დეპუტატი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ უკრაინის მხარდასაჭერ დელეგაციაში პარლამენტის თავმჯდომარის ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. დეპუტატი მზად არის, როგორც ვიცესპიკერმა ყველაფრის კოორდინაცია საკუთარ თავზე აიღოს, თუმცა აღნიშნავს, რომ მაღალი რანგის ინსტიტუციების ხელმძღვანელის ვიზიტს გაცილებით დიდი მასშტაბი აქვს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მხარდაჭერისას, საქართველო გამოჩნდეს ღირსეულად. მე გავუკეთე კოორდინაცია ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგს და შევთანხმდით, რომ წავალთ ბუჩაში და გამოვხატავთ ჩვენს სამძიმარს ოპოზიციის სახელით მაინც, მას შემდეგ რაც “ქართულმა ოცნებამ” უარი თქვა წასვლაზე.

დღეს “ქართულმა ოცნებამაც” დაადასტურა, რომ მზად არიან წარმოდგენილი იყვნენ დელეგაციაში და ერთობლივად ჩავიდეთ უკრაინაში ერთიანი მხარდაჭერის საჩვენებლად. მიუხედავად იმისა, რომ მე მზად ვარ როგორც ვიცე სპიკერმა ამ ყველაფრის კოორდინირება უზრუნველვყო, ძალიან მნიშვნელოვანია, დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარემ უხელმძღვანელოს, რადგან მაღალი რანგის ინსტიტუციების ხელმძღვანელის ვიზიტს აქვს გაცილებით დიდი მასშტაბი.

საერთაშორისო კონტექსტიდან გამომდინარე ამ ნაბიჯის გადადგმა დღეს საქართველოს სჭირდება და არა უკრაინას,“- წერს ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მიწვევა, რათა თავად ჩასულიყო უკრაინის ქალაქ ბუჩაში და ომის დანაშაულები საკუთარი თვალით ეხილა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოფიციალური განცხადებით უპასუხა უკრაინელი კოლეგის მიწვევას ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით. თუმცა პაპუაშვილი განცხადებაში არ ადასტურებს, რომ უკრაინაში ჩასვლას აპირებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved