• რეკლამა
  • კონტაქტი
04:01, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ “მოჩვენების” გამოჩენას თან ახლდა ხმაურიანი, ცეცხლოვანი აფეთქებები, გრგვინვა და მიწის ზანზარი” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
18:16 07-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“1908 წელს მთელს ირანში თავზარდამცემი ხმა გავრცელდა. ამბობდნენ, რომ ქვეყნის ჩრდილოეთის საზღვარი ერთმა ძალიან სახიფათო პიროვნებამ გადმოკვეთა.

მისი გარეგნობის უბრალო აღწერაც კი შიშის ზარს სცემდა შაჰის რიგით მომხრებს. მაღალ, მხარბეჭიან, უჩვეულოდ თეთრი პირი-სახის კაცს უზარმაზარი და მოღუნული ცხვირი ამშვენებდა, გულზე მოტეხილი ხელი ჰქონდა ბაწრით ჩამოკიდებული, მეორე მტევანზე თითები აკლდა და კოჭლობით დადიოდა. ამ “მოჩვენების” გამოჩენას თან ახლდა ხმაურიანი, ცეცხლოვანი აფეთქებები, გრგვინვა და მიწის ზანზარი.

“მოჩვენება” უბრალო გურული იყო და ვლასა მგელაძე ერქვა. მას საქართველოს სოციალისტური მოძრაობის დიდი სკოლა ჰქონდა გამოვლილი. იყო დემოკრატიულად განწყობილი გაზეთების ასოთამწყობი ქუთაისში, თბილისში, ბათუმში, ბაქოში… გახლდათ პირველმაისობის აღნიშვნის ერთ-ერთი ინიციატორი, რუსეთის მეფის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური ბრძოლისთვის გადაასახლეს ბაიკალის ტბაზე, გამოიქცა, მონაწილეობდა 1905-07 წლების რევოლუციაში, ბომბებს ამზადებდა ნაძალადევის დასაცავად …

გამოსვლების სისხლში ჩახშობის შემდეგ დროებით ევროპაში გაიხიზნა, უნივერსიტეტში უნდა ესწავლა, პლეხანოვისგან და აქსელორდისგან სოციალიზმის თეორიაში გაკვეთილები უნდა მიეღო, მაგრამ შვეიცარიიდან გამოიქცა!

ვერ მოისვენა რევოლუციური ბრძოლის გარეშე. არ შეეძლო მშვიდად ყოფილიყო მაშინ, როდესაც თუნდაც სადღაც შორს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ…

ვლასა სპარსეთში ჩავიდა და აჯანყებულებს შეუერთდა, რომლებიც რუსეთისა და ინგლისის მონა, საკუთარი ხალხის მჩაგვრელ შაჰს უპირისპირდებოდნენ. მგელაძე კავკასიელებით დაკომპლექტებულ ინტერნაციონალურ ბრიგადას მეთაურობდა. ვლასასა და მისი მოსწავლეების მიერ დამზადებული ბომბები ძალიან გამოადგათ სპარსელებს მეჯლისის მოწვევის, კონსტიტუციის მიღების საქმეში.

ვლასამ თეირანში ირანის დემოკრატიული პარლამენტის პირველ სხდომას სიტყვითაც კი მიმართა, როგორც ქვეყნის ერთ-ერთმა გამათავისუფლებელმა, ლიბერტადორესმა

ადრე ერთმა შემახარბა ჩემი თანაპარტიელები მეხუთე ინტერნაციონალურ ბრიგადაში იბრძოდნენო, ნეტავ მაშინ მქონოდა წაკითხული ვლასას დღიურები.

კიდევ რამდენი რამ შეიძლება ითქვას ამ დიდ ქართველ სოციალისტზე, დემოკრატსა და პატრიოტზე”

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved