• რეკლამა
  • კონტაქტი
19:26, შაბათი, 31 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ მარაზმში ჩაერთო გახარიას პარტიის ერთ-ერთი სუბიექტი, ექს-ჩინოსანი, ნათია მეზვრიშვილი…” – გია აბაშიძე

ალია ავტორი - ალია
23:59 07-31-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე:

“Маразм крепчал, сосуды гнулись, и крыша съехавши была!

როგორ ზუსტად აღწერს ერთ-ერთი რუსი თანამედროვე მწერლის ეს ციტატა კრემლისთვის სასარგებლო იდიოტ ნაცოპოზიციას და მასთან მიტმასნილ სუბიექტებს.

ქართული საზოგადოების ეს პარაზიტი სეგმენტი ყოველდღიურად ფსკერის ფსკერზე დაშვების შეუქცევად რეჟიმშია. შეუძლებელია მსოფლიოში მონახო სხვა ანალოგი ასეთი ოპოზიციური შლეგი პოლიტიკური ძალისა, რომელიც ცხედრებით ვაჭრობს, ყველაფერს კადრულობს დესტაბილიზაციის მისაღწევად, ნატრობს სახელმწიფოს იზოლაციაში მოქცევას და ასე სურს ხელისუფლებაში მობრუნება.

სააკაშვილის სექტის დღევანდელი უბინძურესი ‘მესიჯბოქსი’ დაღუპული ავსტრალიელი ტურისტის გამოყენებით, რომ ქვეყანა სრულიად დაუცველია, ტოტალური პანიკაა, კრიმინალმა წალეკა ყველაფერი, ტურისტები აქ აღარ უნდა ჩამოვიდნენ, სანქციები უნდა დაწესდეს და ა.შ. არის უბოროტესი მავნებლობა, საბოტაჟი და უტიფრობის უტიფრობა! და ამ მარაზმში ჩაერთო გახარიას პარტიის ერთ-ერთი სუბიექტი, პოლიციისა და მთავრობის ადმინისტრაციის ექს-ჩინოსანი, ნათია მეზვრიშვილი, რომელმაც განაცხადა: “დღეს, ქვეყანაში მოქალაქეებს, ტურისტებს დაუცველობის განცდა აქვთ, ეს განცდა ჩნდება მაშინ, როცა ხედავ, რომ ხელისუფლება განზე დგას”. თუ გვარამიას ბინძური პროპაგანადის ბექ-ვოკალი პარტიას “საქართველოსთვის” “ღირსეულობას” მატებს, ყველაფერი უცხადესია.

ასეთ შეუგნებელ მღრღნელებთან აღარ აქვს აზრი განვითარებულ დასავლეთში არსებულ გაცილებთ უარეს კრიმინალურ ვითარებაზე საუბარს. და არც საქართველოს უსაფრთხოებაზე ობიექტური, საერთაშორისო ანგარიშების მოშველიებას, რომელსაც, სხვათა შორის, ერთ-ერთი პირველი მაშინდელი ჩინოსანი, ნათია მეზვრიშვილიც გვამცნობდა ხოლმე.

მართლაც და მარაზმია “სახურავდაცურებული” ოპოზიციის ერთი დიდი ნაწილის განცხადებები და ქმედებები!”

თეგები: გია აბაშიძენათია მეზვრიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved