• რეკლამა
  • კონტაქტი
11:13, კვირა, 19 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამ მაიმუნობაში, ე.წ. მოლაპარაკებებში, მონაწილეობა აღარ უნდა მივიღოთ – გიორგი ბარამიძე

ალია ავტორი - ალია
17:14 12-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“მიმაჩნია რომ, მას შემდეგ რაც მე-4 რაუნდის შემდეგ, ჩვენთვის მთავარ (და დანარჩენი 2-გან განუყოფელ) საკითხებზე მოვისმინეთ რეჟიმის ერთმნიშვნელოვანი უარყოფითი პასუხი, სანამ ივანიშბმვილი იქეთ არ შეგვეხვეწება დავილაპარაკოთ და შევთანხმდეთო (და ამას ყველას, პარტიებისა და ხალხის მთლიანად, ერთიანობა და დიდი თავდადებული ბრძოლა დასჭირდება) ამ მაიმუნობაში რასაც ე.წ. მოლაპარაკებები ქვია, მონწილეობა აღარ უნდა მივიღოთ.

შემდგომი ბრძოლის გეგმა:

1.პარლამენტში არ შევდივართ.

2.ვინარჩუნებთ ოპოზიციის ერთიანობას და ივანიშვილს სანამ არ დანებდება ხალხის ნებას, პოლიტიკურად შიშველს და მარტოს ვტოვებთ.

3.ხელს ვუწყობთ მოღალატე უზურპატორის რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიანად საბრძოლველად, შეიქმნას ბევრი დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია თუ მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებიც გაიშლებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით და დამოუკიდებლად იმოქმედებენ.

4.მოღალატე უზურპატორი ოლიგარქის მიერ ხელისუფლების და სახელმწიფოს მიტაცების მიზეზით, დამძიმებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა კრიზისების პირობებში, ვამხელთ რეჟიმს და მის მავნებლობას ყველა მიმართულებით.

5. რეჟიმის ანტისახელმწიფოებრივ და ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ობიექტურ და ამომწურავ ინფორმაციებს აქტიურად ვაწვდით, რათა გავზარდოთ მათი მხრიდან რეჟიმზე ზეწოლა ოპოზიციის 4 პუნქტიანი მოთხოვნების შესასრულებლად.

6. პანდემიის დასრულებამდე, სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფი და ორგანიზაციები, აწყობენ პერმანენტულ წერტილოვან, ხანმოკლე ან მუდმივმოქმედ (ორგანიზაციის შესაძლებლობებიდან გამომდინარე) სხვადასხვა ტიპის, მათ შორის რადიკალურ არაძალადობრივ, დაუმორჩილებლობის აქციებს.

7. ვამზადებთ საზოგადოებას, პანდემიის დამთავრების შემდგომ, მასშტაბური არაძალადობრივი, მაგრამ რადიკალური აქციებისთვის და ყველა შესაძლო მომენტს ვიყენებთ მაქსიმალურად მასშტაბური აქციების მოსაწყობად, რათა უზურპატორი ოლიგარქის რეჟიმმა ხალხის მუდმივი წნეხი (ესაა ზემოთ ჩამოთვლილთა შორის ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი) იგრძნოს.

ამ ყველაფრის გაკეთება ადვილი ცხადია არაა, მაგრამ თუ ყველანი პატიოსნად, გონივრულად და ქვეყნისა და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობით მოვიქცევით, სრულიად შესრულებადია და დარწმუნებული ვარ მოღალატე, უზურპატორი ოლიგარქის რეჟიმი აუცილებლად დამარცხდება და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს.”

თეგები: გიორგი ბარამიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved