• რეკლამა
  • კონტაქტი
16:21, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მხოლოდ ერთი სახელმწიფოა – საქართველო – International SOS-ის კვლევა

ალია ავტორი - ალია
19:37 12-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

საერთაშორისო ორგანიზაცია International SOS-ის გლობალური მედიცინისა და უსაფრთხოების სპეციალისტების მიხედვით,  გამოიყო რამდენიმე კატეგორია ქვეყნებისა მათში Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის ბიზნესის სფეროზე გავლენის მიხედვით.

ამ მაჩვენებლით, “ძალიან დაბალი” რისკის ქვეყნებს წარმოადგენენ: ტანზანია, ახალი ზელანდია, ნიკარაგუა და შპიცბერგენი (იგივე სვალბარდი, შედის ნორვეგიის სამეფოს შემადგენლობაში).


აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით “ძალიან მაღალი” რისკის ქვეყნებს მიეკუთვნება მხოლოდ ერთი სახელმწიფო — საქართველო.

საერთაშორისო ორგანიზაცია International SOS-ის გლობალური მედიცინისა და უსაფრთხოების სპეციალისტების მიხედვით, ყველაზე საშიშ (ტერორიზმი, ამბოხება, ომი) ქვეყნებს მიეკუთვნება ლიბია, სირია და ავღანეთი. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქვეყნები ხუთ კატეგორიად დაყვეს რისკის მიხედვით, რომლებიც შედგენილია ქვეყანაში პოლიტიკური ძალადობის საფრთხეების (მათ შორისაა ტერორიზმი, ამბოხება, პოლიტიკური დაძაბულობა და ომი), სოციალურ დაძაბულობის (სექტანტური, კომუნალური და ეთიკური ძალადობა), ძალადობისა და წვრილმანი კრიმინალის გათვალიწსინებით.

თითოეული ქვეყნის მდგომარეობის შეფასებისას, ასევე იქნა მიღებული მხედველობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა, პროფესიული ურთიერთობების სიჯანსაღე, უსაფრთხოებისა და სასწრაფო მომსახურების სერვისების ეფექტიანობა და ქვეყნის მიდგომა ბუნებრივი კატასტროფების მიმართ.

ყველაზე დაბალი რისკის დონე — “უმნიშვნელო” — მხოლოდ შვიდ ევროპულ ქვეყანას მიენიჭა: ისლანდიას, დანიას (და გრენლანდიის ავტონომიურ ტერიტორიას), ნორვეგიას, ფინეთს, სლოვენიასა და ლუქსემბურგს.

“დაბალი რისკის” მქონე ქვეყნებს მიეკუთვნება ევროპის ქვეყნების უდიდესი ნაწილი, მათ შორის გაერთიანებული სამეფოც. ამავე კატეგორიაშია აშშ, კანადა და ავსტრალია.

ქვეყნების უმეტესობა, რომლებსაც ყველაზე მაღალი რისკის სტატუსი — “ექსტრემალური” მიენიჭათ, განლაგებულია აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში. მათი ჯამური რაოდენობა 14-ია: ავღანეთი, სირია, იემენი, ლიბია, მალი, სომალი, სამხრეთ სუდანი, აფრიკის ცენტრალური რესპუბლიკა, ნიგერია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, პაკისტანი, ერაყი და ეგვიპტე. ამავე სიაშია უკრაინაც.

International SOS-ის მიხედვით, ზოგიერთ სახელმწიფოში, მათი ქვეყნის ნაწილს მინიჭებული აქვს განსხვავებული სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ ამ ადგილზე არსებული უსაფრთხოების დონე განსხვავდება მთლიანი ქვეყნის საერთო ფონისგან.

“ექსტრემალურ” ქვეყნებში, International SOS-ის შეფასებით, “მთავრობის კონტროლი და არსებული წესრიგი შესაძლოა იყოს მინიმალური, ან საერთოდ არარსებული ქვეყნის დიდ ტერიტორიაზე. შეიარაღებული ძალების მიერ ძალადობრივი თავდასხმების საფრთხე საკმაოდ მაღალია. მათ სამიზნეს, უმეტეს შემთხვევაში, წარმოადგენენ ტურისტები და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები. მთავრობისა და კერძო სატრანსპორტო სერვისები არაეფექტურად ფუნქციონირებს. ქვეყნის დიდი ნაწილი მიუწვდომელია უცხოელებისთვის”.

აღსანიშნავია, რომ აფრიკის ქვეყნების 55% მიეკუთვნება “მაღალი რისკის” ან “ექსტრემალურ” ქვეყნებს, რაც უმეტესად საომარი მდგომარეობის ან აჯანყებების შედეგადაა გამოწვეული.

კატეგორიზაციის დროს, ასევე, გათვალისწინებულ იქნა პანდემიამდელი სამედიცინო რისკები. ამ მხრივ, იდენტიფიცირებული ქვეყნებიდან, ყველაზე დაბალი რისკი გაერთიანებულ სამეფოში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და სამხრეთ აფრიკაშია. ძალიან მაღალი რისკის ქვეყნებს მოიცავს ვენესუელა, ნიგერია, ლიბია, სომალი, სამხრეთ სუდანი, ერიტრეა, იემენი, ბურკინა ფასო, გვინეა, სირია, ავღანეთი და ერაყი.

პანდემიამდელი სამედიცინო რისკების შეფასებისას გათვალისწინებულია მთელი რიგი ისეთი ფაქტორებისა, როგორებიცაა ინფექციური დაავადებები, მძიმე გარემოპირობები, სამედიცინო ევაკუაციისა და საგზაო ტრავმების მონაცემები, სასწრაფო და სამედიცინო სერვისების სტანდატრები, ამბულატორიული და სტანციონარული პაციენტების სამედიცინო მომსახურების დონე, ფარმაცევტული საშუალებების ხელმისაწვდომობა. ასევე, მხედველობაში მიღებულ იქნა კულტურული, ენობრივი და ადმინისტრაციული ბარიერები.

წყარო: The Independent

თეგები: ეკონომიკა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved