გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,როცა გარშემო მხოლოდ დეპრესიაა, ძნელია თავი აიძულო რომ რაღაცა გააკეთო.
ბიბლიურად კი ,,სიზარმაცე,, არის მომაკვდინებელი და მიუტევებელი ცოდვა,
მაგრამ
გვაძლევს თავად ღმერთი ამის საპირისპირო მაგალითს?
რაც დღეს ვიცით,
სამყარო 12 მილიარდი წლისაა,
თუ ეს სადავოა, 6 მილიარდის ხო არის?
თუ ესეც სადავოა კრეაციონისტების მხრიდან,
მინიმუმ 6.000 წლის მაინც ხო არის
და რა გააკეთა, რა იშრომა ღმერთმა ამ 6 ათასი თუ მილიარდი წლის მანძილზე?
6 დღე იშრომა სულ
და მის მერე თითიც არ გაუნძრევია…
არაა რა სამართალი ამ სამყაროში.
ამ ლოგიკით და სამართლით დაახლოებით 500 მილიარდი წელი დასვენება და პენსია გვეკუთვნის ყველას….”
კომენტარები