თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
„ამ კვირას გადავრჩი ცოდვაში უნებლიედ ჩავარდნას, გომელაურის კეთილები არ მომიკითხავს, რადგან ჯიგრულ-ქართულ პონტში გამოვცვალე მანქანის ნომრები და 5 000 კაციან რიგში დგომა არ მომიწია. ვატყობ მომავალ კვირაში აუცილებლად მომიწევს შეცოდვა კალაძის კეთილების მოკითხვის გამო, რადგან ახალ ნომრებზე პარკინგის უფასო საშვი ავტომატურად არ გადმოდის და უკვე მესამე ჯარიმა მომივიდა. ვინმე ღვთისნიერმა თბილისელმა არ იცით როგორ ხდება ახალ ნომრებზე უფასო პარკინგის საშვის გადმოტანა? ინტერნეტით ყველაზე გამოცდილი პროგრამისტ/ჰაკერიც კი ვერ გაერკვევა.“
კომენტარები