გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძე:
„სამთავრობო და ბიძინას ტელევიზიების ჟურნალისტებს მინდა მივმართო:
ზრდასრულო ადამიანებო, ჟურნალისტებო!
საკუთარ თავებს, დარწმუნებული ვარ, ზრდასრულებად და ჟურნალისტებად თვლით, ოჯახები გყავთ, მეგობრები, ტელევიზიებში მუშაობთ, ხელფასს იღებთ, თავს იწონებთ…
კაცმა რომ გკითხოთ, არც გაგიტყდებათ, ისე დადებთ თავს ობიექტურობაზე და პროფესიონალიზმზე.
ჰოდა, აბა დაფიქრდით და თქვენთვის მაინც გაეცით ამ კითხვას პასუხი…
როგორ ეგუებით ეგეთ მონურ მდგომარეობას, რომ უკვე წლებია, ეთერში, არც ერთი ოპოზიციონერის მოწვევის უფლება არ გაქვთ (მოიწვევთ და კი არ გაგიშვებენ – გაგაჯმევინებენ)
ზუსტად, მონებივით უფლება გაქვთ ჩამორთმეული.
მართლა მაინტერესებს, ზრდასრულო ადამიანებო და ბიძინას ტელევიზიების ჟურნალისტებო, ამ კონკრეტულ ამბავში, როგორ იტყუებთ მაგ დაჩმორებულ თავებს?
ის მაინც მოგვიყევით, ერთმანეთთან როგორ აპრავებთ დეკლარირებულ მონა-ჩმორობას?!“
კომენტარები