ამ წუთებში, სამგორის რაიონის გამგეობა პიკეტირებულია. ადგილზე ე.წ. აფრიკის დასახლების მოსახლეობაა შეკრებილი. ამბობენ, რომ ტერიტორიას არ დატოვებენ ვიდრე ადგილზე ქალაქის მერი კახი კალაძე არ მივა და მერია სახლების დემონტაჟთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
“გემუდარებით, სახლ-კარი არ მაქვს, არსად არ მაქვს დასარჩენი, ეს რომ დამინგრიონ ქუჩაში დავრჩები” – ამბობს ერთ-ერთი მოსახლე.
ამ ხალხს ხომ ამყოფებთ სტრესში, ახლა ბატონი კახი უნდა იყოს სტრესში. შენობაში გავჩერდებით იქამდე, სანამ ამ ადამიანებს ეს მიწები არ დაუმტკიცდება. ასევე მივმართავთ ყველას – დღეს ვიწყებთ სოციალურ აფეთქებას, ეს არის ის მუხტი, რომელიც უნდა შეიქმნას იმისთვის, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩეს უსახლკაროდ.
დღეს ვიწყებთ ამ გამგეობის პიკეტირებას და ხვალ ზეგ იქნება, თუ რამდენი ხანიც დასჭირდება ბატონ კახის, რომ დაჯდეს თავის პორშეზე, მოვიდეს აქ და დაგველაპარაკოს, მანამდე აქ ვიქნებით. თუ არ დააკმაყოფილებს, ხვალ ყველა გამგეობა იქნება პიკეტირებული“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ცნობისთვის, 11 თებერვალს თბილისის მერიამ განაცხადა, რომ ე.წ. აფრიკის დასახლებაში გამოავლინეს რამდენიმე შენობა, რომელიც უკანონოდ არის აშენებული და მათ დემონტაჟს განახორციელებდნენ.














კომენტარები