• რეკლამა
  • კონტაქტი
21:08, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამ კანონში არ არის არც ერთი მუხლი, რომელსაც ვერ ვნახავთ მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში ან ისრაელში – გერმანელი დეპუტატი გამჭვირვალობის კანონზე

ალია ავტორი - ალია
11:25 10-11-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
326

ევროკავშირის პროპაგანდისტები დისკრიმინაციას უკეთებენ გამჭვირვალობის კანონს, იმის მიუხედავად, რომ ეს კანონი სრულად ლეგიტიმური და ლეგალურია, – განაცხადა გერმანელმა დეპუტატმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენელმა შტეფენ კოტრემ ბუნდესტაგში, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.

მისი თქმით, ამ კანონში არ არის არც ერთი მუხლი, რომელსაც ვერ ვნახავთ მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში ან ისრაელში.

„ეს შემოთავაზება [საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია] წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ უცხო სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევას. ევროკავშირის წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება მხარი დაუჭირონ სხვა ქვეყნის ამა თუ იმ პოლიტიკურ დინებებს. ევროკავშირის პროპაგანდისტები დისკრიმინაციას უკეთებენ გამჭვირვალობის კანონს, იმის მიუხედავად, რომ ეს კანონი სრულად ლეგიტიმური და ლეგალურია. ამ კანონში არ არის არც ერთი მუხლი, რომელსაც ვერ ვნახავთ მაგალითად იაპონიაში, ისრაელში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩემი წინამორბედი მოსაუბრე, ბატონი როთი და სხვა უცხოელი ევროკავშირის აგენტები გამოვიდნენ დემონსტრაციაზე თბილისში და პროპაგანდას ავრცელებდნენ არჩეული მთავრობისა და პარლამენტის წინააღმდეგ. ამით მათ ხელი შეუწყვეს ქვეყნის შიდა დაყოფას და კონფლიქტს. დასავლეთიდან მოდიან პოლიტიკოსები, რომ დემონსტრანტებს მხარი დაუჭირონ და სიტუაციის რადიკალიზაცია გამოიწვიონ. არ აქვს მნიშვნელობა რა მიზანს ემსახურება ჩარევა… ჩარევა არის ჩარევა, – განაცხადა შტეფენ კოტრემ.

გერმანიის ბუნდესტაგში საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ განხილვა გაიმართა. „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ – ასე ჰქვია გერმანიის მმართველი კოალიციის მიერ ბუნდესტაგში 10 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციას.

დოკუმენტში გაკრიტიკებულია “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონები. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამ კანონებით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ვერ მოხდება.

რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა. „მემარცხენეების“ პარტიამ თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved