საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი სუს-ის მიერ დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აქვს დადასტურებული ინფორმაცია მიის შესახებ, რომ “ოცნება” თავის სატელიტებს აძლევდა ინსტრუქციას, რომ მისულიყვნენ მოედანზე.
“მოხდა პროვოკციის ორგანიზება. ეს იყო სუს-ის პროვოკაცია და თუ რაიმე ვერ გათვალეს ამ ახალგაზრდებმა არის ის, რომ საქმე აქვთ უსინდისო ადამიანებთან, რომლებიც ამ დროსაც კი როცა რთული მომენტია და რა დროს პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებაა, გუშინაც კი აკეთებდნენ იგივეს. გუშინ ზუსტად დავადგინე, “ქართული ოცნებიდან ” ურეკავდნენ თავისი ორგანიზაციების სატელიტებს ზუგდიდში და აძლევდნენ ინსტრუქციებს, რომ მოსულიყვნენ მოედანზე. მეტი სიფრთხილე გვამრთებს, როცა ასეთ მთავრობასთან გვაქვს საქმე. გუშინ მიუტანეს კრისტინა პიშოუს 15 ათას ლარიანი ჯარიმა. ეს ნიშნავს იმას, რომ 15 ათასი ლარით ნაკლები დაურიგდება ხალხს”
შეგახსენებთ, ზუდგდიდში საქველმოქმდო აქციის ფარგლებში მოსახლეობისთვის ახალგაზრდა ლიდერებმა პირბადეები და კორონავირუსისგან დამცავი საშუალებები დაარიგეს, ადგილზე ხალხმრავლობის გამო, აქციის ორგანიზატორები საპატრულო პოლიციის მიერ 15 ათასი ლარით დაჯარიმდნენ.
კომენტარები