ოცნების დეპუტატი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მოსამართლეებს სააკაშვილთან ალიანსში ამხელს. მისი თქმით, მოსამართლეთა ნაწილი ექსპრეზიდენტის გეგმის რეალიზებას მიჰყვება და ამ სისტემის პოლიტიზირებას ცდილობს:
“ვხედავთ გააფთრებულ შეტევას იმ მიმართულებით, რასაც სააკაშვილის გეგმის რეალიზება ჰქვია, ამ გეგმაში გაერთიანებულია მოსამართლეთა გარკვეული რაოდენობაც. მიდის მუდმივი მუშაობა, რომ სასამართლოშიც როგორმე შემოიტანონ ისეთი ტენდენცია, რასაც ჰქვია ამ სისტემის პოლიტიზაცია. შავი სიების შედგენა და ამ სიაში მოსამართლეთა ჩაწერა, რომლებმაც სააკაშვილის გაგებით აწყენინეს “ნაციონალურ მოძრაობას”, არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ამორალურობისა, რომელსაც მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფი მიჰყვება,” – აცხადებს გია ვოლსკი.














კომენტარები