• რეკლამა
  • კონტაქტი
09:37, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ამ ეტაპზე, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა, პროცესის პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაყვანაა” – პარტია ,,საქართველოსთვის”

ალია ავტორი - ალია
14:55 08-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
397

პარტია საქართველოსთვის განცხადებას ავრცელებს:

,,ვეხმაურებით ხელისუფლების მხრიდან შოვის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულების წინააღმდეგ წამოწყებულ საინფორმაციო ომს და დისკრედიტაციის კამპანიას, რომლის მიზანი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა და რომელიც ადასტურებს, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის ადამიანი აღარ არის მთავარი ღირებულება, მისთვის მთავარი ღირებულება გახდა ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად.

ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია შოვის ტრაგედიაზე დადგინდეს სიმართლე, ობიექტურად შეფასდეს სახელმწიფოს რეაგირება, გამოვლინდნენ პასუხისმგებელი პირები და მომავალში თავიდან ავირიდოთ მსგავსი ტრაგედიები.

ამ მიზნით, ჯერ კიდევ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის გაჟღერებამდე, დავიწყეთ საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით წინასაგამოძიებო პროცესი და ათეულობით კითხვით მივმართეთ პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, იმისათვის, რომ კომისიის გზით დადგინდეს სიმართლე, ეს თანაბრად უნდა იყოს ყველას ინტერესში, რასაც სამწუხაროდ დღეს ვერ ვხედავთ. დღეს, კომისიის შექმნას ნაციონალური მოძრაობა ადამიანური ტრაგედიიდან მორიგი პოლიტიკური სარგებლის მისაღებად იყენებს, ხოლო ოცნება – ნაციონალური მოძრაობის ამ მავნებლურ პოლიტიკას – სიმართლის, თავად კომისიის და დაზარალებულების დისკრედიტაციისთვის, რითაც ნებისმიერ, პირველ რიგში კი, მორალურ პასუხისმგებლობას არიდებს თავს.

აღსანიშნავია, რომ ნაცმოძრაობამ კომისიის შექმნის საკითხი საპარლამენტო სხდომების დაწყებამდე ბევრად ადრე, რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნის გარეშე მაშინ დააყენა, როცა გარდაცვლილები არ იყვნენ დაკრძალულები და ყველა დაკარგული ჯერ კიდევ არ უპოვიათ.

მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა, პროცესის პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაყვანაა, რაც სიმართლის დადგენას კი არ მოემსახურება, არამედ დაეხმარება ოცნებას, ჰიბრიდული საინფორმაციო ომი აწარმოოს საკუთარ მოქალაქეების წინააღმდეგ, აბსურდული ნარატივით დაუპირისპირდეს ოპოზიციას და სტიქიით დაზარალებულ ადამიანებსაც კი, და საბოლოოდ მოიხსნას ნებისმიერი პასუხისმგებლობა.

საზოგადოებას დღეს აინტერესებს სიმართლე და არა ნაცმოძრაობის და ოცნების მიერ დადგმული მორიგი პოლიტიკური ფარსი. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანიც არის სიმართლის დადგენა და მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე სრულყოფილი პასუხების გაცემა ნორმალური ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საყოველთაოდ ნათელი გახდება ხელისუფლების ბრალეულობაც და პასუხისმგებლობისგან დამალვის მცდელობაც, რაც შეიძლება ლოგიკურად გახდეს საგამოძიებო კომისიის შექმნაზე შინაარსობრივი მსჯელობის ერთ-ერთი საფუძველი.

ამავე დროს, თუ ნაცმოძრაობა არ შეწყვეტს მავნებლურ პოლიტიკას და მორიგჯერ მოევლინება მაშველ რგოლად ოცნებას, რის შედეგადაც ოცნება მოახერხებს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, ნაცმოძრაობა ოცნებასთან ერთად თანაბრად გაიზიარებს პასუხისმგებლობას შოვის ტრაგედიის ირგვლივ სიმართლის დადგენის და გაკვეთილის გამოტანის პროცესის ჩაშლაზე და ორივე ძალას მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა ადამიანების ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისთვის.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved