• რეკლამა
  • კონტაქტი
21:22, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ამ ეტაპზე, 306-ე საკნის პატიმარს რითი დავეხმარო – არ ვიცი” – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:26 08-26-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,533

ექსპერტი დავით ქართველიშვილი:

,,სოსო გოგაშვილს გაუკეთეს პერსონალური გვერდი ფბ-ზე, წარწერით: “პოლიტიკური მოღვაწე”. ანუ, წელიწადი არ გადის, ამ უნიკალურ პერსონაჟს ახალი სტატუსი არ გამოუჩნდეს. ვინ იფიქრებდა, რომ 1989 წელს, თსუ-ს მარნეულის ფილიალის წნორის განყოფილების აბიტურიენტი და 1998 წელს თსუ-ს სიღნაღის ფილიალის კურსდამთავრებული, სპეციალობით “საზოგადოებრივი კვების ეკონომისტი” – ასე შორს თუ გაფრინდებოდა: ვიცე-პოლკოვნიკი, სუს-ს ვიცე-შეფი, საჯარო მმართველობის დოქტორანტი, “უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის” დამფუძნებელი, “სახალხო პარტიის” პოლიტსაბჭოს წევრი, აწ უკვე “პოლიტიკური მოღვაწე”, აწ უკვე – “პოლიტპატიმარი”. Mania grandiosa in action.

ამ შთამბეჭდავ სიას აკლია “მონსენიორის” წოდება, თავად-აზნაურთა გილდიის წევრობა და ბატონ ავლიპის დროს, სახეზე გვეყოლებოდა კლასიკური პაციენტი. დღეს მას მორიგი “ეპისტოლე” დაუწერეს, საიდანაც თვალში მომხვდა ერთი საინტერესო წინადადება: “მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მე მყავდა კიდევ მე-3 ადვოკატი, რომელიც რამოდენიმე დღე ,,იცავდა ჩემს უფლებებს’’. ეს გახლავთ დიმიტრი მჭედლიშვილი, რომელიც გაქრა”. აი აქ კი შევეცდები გარკვეული დახმარება გავუწიო “საჯარო მმართველობის დოქტორს” და “ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს”.

დარწმუნებული ვარ, რომ ვიცი – სად გაქრებოდა დიმიტრი მჭედლიშვილი. პირადად ვიცი – როგორ “ქრებიან” გოგაშვილის ირგვლივ ადამიანები. ის ჯერ ცხინვალში გადავიდოდა, სადაც სოსოსთან მისატან საიდუმლო მასალებს გაიტანდა, იქიდან – მოსკოვში გადაიყვანდნენ, მერე – ციხეში ჩასვამდნენ, მერე – გამოუშვებდნენ, და ამჟამად – მისი ადგილსამყოფელი არავინ იცის. მის პოვნაში გოგაშვილს შეიძლება დავით მაყიშვილმა ათმოუჩინოს დახმარება, რომელსაც აღწერილი მარშრუტით გაუჩინარებული ადამიანების ძებნის 7-წლიანი გამოცდილება გააჩნია.

თუმცა, შეიძლება ადვოკატის გაუჩინარებას უფრო “რთული” ახსნა მოეძებნოს – კაცი მიხვდა, რომ შეურაცხადობის მატარებელ ავადმყოფ ადამიანთან ჰქონდა საქმე და უბრალოდ, “ჩაეხსნა” ამ წვალებაში მონაწილეობის მიღებას. ანუ, ორი სავარაუდო ვარიანტი გავაჟღერე. ამ ეტაპზე, 306-ე საკნის პატიმარს რითი დავეხმარო – არ ვიცი. “ემპათიის” ფსიქიატრების დასკვნებს დაველოდები.”

თეგები: დავით ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved