• რეკლამა
  • კონტაქტი
09:33, ოთხშაბათი, 14 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამ დროს და ასეთ პირობებში, თქვენ გინდათ, ბიძინამ კონკრეტული დაპირებები მოგცეთ?!“

ალია ავტორი - ალია
00:50 10-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გამოსვლამ ქართველი საზოგადოება სახტად დატოვა და ისეთი სიტყვით გამოვიდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საბოლოოდ აცდენილია რეალობას და სხვა საქართველოში ცხოვრობს. “ალიას” ამ თემაზე ესაუბრება ეკონომისტი გიორგი გვენეტაძე:

–     ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის წინასაარჩევნო პროგრამისგან განსხვავებით, უარი განაცხადა კონკრეტიკაზე და თუ მისი 8 წლის წინანდელი საარჩევნო პროგრამა იყო კონკრეტულად ორიენტირებული ეკონომიკაზე, სოციალურ სფეროზე, განათლებაზე, კულტურაზე და შრომის სფეროზე, ახლა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მან ყველაფერზე ზოგადად ილაპარაკა. ზოგი პოლიტიკურად გაუნათლებელი ადამიანი კი იძახის, ყველაფერი იგივე ისაუბრაო. თუ ასეა, აიღონ 2012 წლის საარჩევნო პროგრამა და შეადარონ კარგად და რა, ერთი და იგივე ილაპარაკა? არა! მან არა თუ ოთხწლიანი პერიოდი, არამედ რვაწლიანი პერიოდიც კი არ გამოიყენა იმ კონკრეტული პროგრამის განსახორციელებლად. ამდენი წლის შემდეგ ისევ „ნაცებზე“ ლაპარაკობს. თურმე, მარტო დევი ჭანკოტაძის ბრალია, რომ რუსთაველის პროსპექტი დაინგრა და ეს მან ზარბაზნით დაანგრია. ჭანკოტაძეს თავისი ცოდვები ეყოფა, მაგრამ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას ჭანკოტაძე მართავდა? არა! მთავარი დამნაშავე შევარდნაძის რეჟიმია. მან განახორციელა დეინდუსტრიალიზაცია და კულტურული კონტრრევოლუცია. სააკაშვილმა კი სცადა ნეოფაშისტური კორპორატივიზმის დამკვიდრება, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანები გამიჯნულიყვნენ კორპორატიული ნიშნით, ზოგი ბატონი იქნებოდა და ზოგი – მისი მსახური. ბიძინა ივანიშვილს რომ ამ ყველაფრის დაძლევა სდომებოდა, მაშინ დაიწყებდა ახალ ინდუსტრიალიზაციას. სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის მიღწევების საფუძველზე. შეეცდებოდა, შემოეტანა მაღალი ტექნოლოგიები და განეხორციელებინა კულტურული რევოლუცია. ბოლო-ბოლო 2012 წლის დაპირებული საარჩევნო პროგრამა ხომ უნდა შეესრულებინა და ამ დროს, არაფერიც არ შეასრულა და დღესაც იტყუება. ახლა გაეშმაკდა და კონკრეტულ დაპირებებს არ იძლევა და რაღაც უაზრო თამაშის წესებს იყენებს. 1992-2012 წლებზე ლაპარაკობს. მაშინ ისიც თქვას, რომ 2003-ში საქართველოს საგარეო ვალი 3 მილიარდნახევარი იყო. 2012-ში – 7 მილიარდ 800 მილიონი და ახლა მის ხელში 18 მილიონზე მეტია საგარეო ვალი. ჰოდა, ამხელა ვალის მომსახურება რა უჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს? აი, სიღატაკის ძირითადი წყარო. ასე რომ, მარტო შევარდნაძე და სააკაშვილი არ არიან დამნაშავეები ამ სიღატაკეში, რაც გვაქვს დღეს. მოსახლეობის 87% ღარიბ-ღატაკი და უპოვარია. ამ უნიათოებმა 8 წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს სოციალური პარტნიორობის კომისიის რეალური ამუშავება. დარგობრივი, ტერიტორიული და სატარიფო შეთანხმებები. ვერ მოახერხეს გენერალური შეთანხმების დადება. ეს ხომ სოციალური ყალთაბანდობაა. 8 წლის განმავლობაში ეს არ გააკეთეს და აბა, რისთვის არსებობს სოციალური პარტნიორობის კომისია? „ქართული ოცნების” მთავრობის წევრები რომ დგანან და იტყუებიან, რა, 2015 წელს კვირიკაშვილმა არ ივალდებულა გაეროში 17 გლობალური მიზნის შესრულება, სიღატაკიდან დაწყებული და ბავშვთა და ქალის უფლებებით დამთავრებული? გავიდა წლები, შედეგი – რა, 5 წელი ასე, ტყუილებში დაკარგეს. გასცეს ახლა მთავრობამ პასუხი, მაგათ ისე მოსდით, ხრუშჩოვს რომ მოუვიდა. როცა ხუთწლიანი გეგმა ვერ შეასრულა, ადგა და 7 წლიან გეგმად გადააკეთა. ჰოდა, ამიტომ გაურბის ახლა ბიძინა ივანიშვილი კონკრეტიკას. და 2030 წელიც მოვა და თუ ასე გაგრძელდა, მხოლოდ იმას მიაღწევენ, რომ საქართველოს არშემდგარ სახელმწიფოდ გამოაცხადებენ. 17 მიზნიდან ერთიც რომ არ შესრულდება და სიღარიბისა და სიღატაკის დაძლევა არ ხდება, ეს მოუშორებელი „ნაცები“ და „ქოცები“ თავისი სატელიტებით რა სინდისით უნდა იყვნენ ხელისუფლებაში უკუნითი უკუნისამდე? წურბელა რომ წოვს ადამიანს სისხლს, ისე რომ წოვენ საკუთარი ხალხის სისხლს. რომელი მიზნის შემსრულებლები არიან ესენი. დაპირებებსაც ვეღარ იძლევა. საქმე იმაშია, რომ ორი საუკუნის განმავლობაში შედიოდნენ პერიოდულად ქვეყნები კრიზისში და მერე გამოდიოდნენ ახლა 2008-ში რომ შევიდა კაპიტალიზმი კრიზისში, უკვე ვეღარ გამოდის ამ კრიზისიდან. ვეღარ აღიდგინა წინანდელი მდგომარეობა და წინ ვეღარ მიდის.

–     ბატონო გიორგი, პანდემიის გამო ხომ არა?

–     პანდემია არის მხოლოდ ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორი. მთავარი „მადლობა” ნაც-ქოცებმა და მათმა სატელიტებმა უნდა უთხრან ტრანსნაციონალურ ფინანსურ სპეკულანტებს და ასევე იმათ, ვინც საომარი და საბრძოლო მოქმედებები გააჩაღა ყოფილი იუგოსლავიის და საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე. ახლო და შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. იმპერიალიზმის ცენტრებში ვერ იძლევიან დაპირებებს. ტრამპისა და ბაიდენის ტელედებატები მხოლოდ ლანძღვა-გინება იყო და სხვა არაფერი. არცერთ მათგანს არა აქვს პასუხი ეკონომიკურ, პოლიტიკურ და იდეურ საკითხებზე. როგორც ამერიკელი რესპუბლიკელები და ასევე ამერიკელი დემოკრატები, გადავარდნილები არიან წარსულში და წარმოდგენა არა აქვთ, წინ რა მომავალი ელოდებათ. ამ მომავალს ვერ აშენებენ. ასევე კრიზისია რუსეთში, რომელმაც არ იცის 2021 წლის საპარლამენტო არჩევნები როგორ დამთავრდება და ამ დროს და ასეთ პირობებში თქვენ გინდათ, ბიძინამ კონკრეტული დაპირებები მოგცეთ? მან თვითონ არ იცის, ხვალ რა ელოდება. შეიძლება, ისეთი დღეც დაუდგეს, გააკულაკონ და თოხით მოუწიოს სიმინდის ყანების მარგვლა. თუ ვინმეს ტრანსნაციონალური მაწანწალის – სააკაშვილის იმედი აქვს, ის მთლად წყალწაღებული ყოფილა.

–     აბა, ხსნა რაშია?

–     ხსნა ყოველთვის არის ახალი ეკონომიკური სისტემის შექმნაში. ახალი პოლიტიკური ინსტიტუტების, ახალი სოციალური სტრუქტურების ჩამოყალიბებაში. მხოლოდ პარლამენტის ახალი დეპუტატების დაკომპლექტებაში კი არ არის ხსნა, არამედ სიღრმისეულ ცვლილებებში. მარტო ზედნაშენი კი არ უნდა შეიცვალოს, არამედ – ბაზისიც. ასე რომ, ბიძინა, მიშა და მათი სატელიტები – ეს არის ანაქრონიზმი, რომელიც ხელს უშლის მონახოს უკვე გადაბრუნებული ურმის პირობებში ახალი გზა. ურემი გადაბრუნდა, მაგრამ ეს ოხრები ხალხს წინ ეღობებიან. გავიხსენოთ, ეროსი მანჯგალაძის სიტყვები: აღმართეს მკვდრებმა ცოცხალი კედელიო, ნაცი, ქოცი, ევრონაცი, პატრიოტები, ბურჯანაძე, ნათელაშვილი, სანიკიძე – ეს არის მკვდარი პოლიტიკოსების ცოცხალი კედელი, რომელიც უბრალოდ ეღობება ხალხს, რომ წინ ვერ წავიდნენ. ურემი გადააბრუნეს, ურმის ნაწილი რუსულ იმპერიალიზმს გადააბარეს და ახლა კი სიმულანტობენ. ხან ვითომ ჩხუბობენ, ხან რიგდებიან. ამათ არც ზედნაშენში უნდათ რაიმე შეცვალონ და მით უფრო, ბაზისს თითსაც არ დააკარებენ. ასე რომ, დასკვნები უნდა გამოიტანოს ქართველმა ხალხმა და იმოქმედოს. ვერ ხედავთ, პოლიტიკური მარაზმის რა სიღრმეში არიან ჩავარდნილები, რომ ბუბა კიკაბიძე წამოწიეს პირველ კანდიდატად. აი, ეს არის პოლიტიკური გადაგვარების ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება. ახლა ვიღაცა იტყვის, რეიგანიც მსახიობი იყოო. რეიგანი, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ჯერ პროფკავშირების თავმჯდომარე იყო. რამდენი გაფიცვა მოაწყო რეიგანმა ამერიკაში, მაგრამ თავის ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების დასამხობად იარაღი არასდროს აუღია. ის სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, კალიფორნიის შტატის გუბერნატორი იყო. პირდაპირ სცენიდან კი არ დასვეს პრეზიდენტის სავარძელში?! ამიტომ ზოგად ფრაზებს კი არ უნდა გამოეკიდონ და თავიანთი ფანტაზიებით კი არ უნდა იმოქმედონ, რადგან მათ ფანტაზიებს ასრულება არ უწერია. კაპიტალიზმი სულ უფრო და უფრო შედის ღრმა კრიზისში. რა ქნას ბიძინა ივანიშვილმა? რა და, მე, დიდი ხნის ეკონომისტი, ვურჩევ, აიღოს თოხი. მისი მამა-პაპანი ყველანი გლეხები იყვნენ და დაუბრუნდეს მიწას, მშვენიერ ჭორვილას, რადგან არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი. ის პოლიტიკოსი ვერ დადგა. იმავეს ვურჩევ შალიკოს და მის კამპანიას. თავადი იყო ალექსანდრე ყაზბეგი და ცხვარში წავიდა. მაგათ რაღა უჭირთ, ცხოვრების მცირე ნაწილი მაინც დაუთმონ ღირსეულ სტანდარტებს. ვერც ბიძინა და მთელი მისი ბურჟუაზილი “სასტავი” ვერ დაგეხმარებათ. პირბადე გაიკეთეო, გეტყვიან და იმ პირბადესაც შენ გაყიდინებენ. ამიტომ გეუბნებით, რომ შევცვალოთ როგორც ზედნაშენი, ასევე ბაზისი და ყველას გვეშველება.

ნანა სულავა, „ალია“ #36

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025

ბიზნესი

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

16:27 05-13-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:53 05-13-2025
„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:37 05-13-2025
„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved